ჰეტეროდოქსული ეკონომიკა

მიმდინარე გლობალური კრიზისის მიზეზები და შედეგები. ანვარ შეიხი

Anwar-Interview

“ძრავი რომელიც საწარმოს ამოძრავებს… მოგებაა” კეინსი

მიზეზები

გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკა განიცდის ყველაზე სასტიკ კრიზისს, 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. ასეთი მასშტაბის მოვლენები რეგულარულად მეორდება კაპიტალიზმის ისტორიაში. ისინი წარმოადგნენ სისტემური ტენდენციების გამოხატულებებს, რომლებიც პერიოდულად საკუთარ თავს წარმოაჩენენ ისეთ მოვლენებში, რასაც ჩვენ 1840 წლის, 1870 წლის  და 1930-ი წლის დეპრესიებს ვუწოდებთ.მე ვამტკიცებდი რომ სამოცდაათიანებში, ეგრეთ წორებულ დიდი სტაგფლაციის პერიოდშიც, მსგავს მოვლენასთან გვქონდა საქმე და ახლაც ვამტკიცებ, რომ დღესაც ამ განმეორებადი ფენომენის მოწმენი ვართ.

მე მივიჩნევ, რომ მიმდინარე კრიზისი 21-ე საუკუნის პირველი დიდი დეპრესია იქნება. ამ სახის კრიზისების აღმოფხვრა ძირითადად ახალი ტიპის გლობალური ინსტიტუტების მეშვეობით, სახელმწიფოებს შიგნით მოქმედი მოპირისპირე ძალებს და სახელმწიფოთა შორის ძალთა ახალი ბალანსით, და პირველ რიგში კი გადარჩენილი ბიზნესებისთვის მომგებიანობის აღდგენით ხდება, რამდენადაც ისინი ყიდულობენ გაბანკროტებული კონკურენტების აქტივებს დაცემულ  ფასებში. ბალანსი რეალურ ხელფასებსა და მწარმოებლურობას შორის, კრიზისის მიერ გამოწვეული უმუშევრობის პირობებში, როგორც წესი ბიზნესის სასიკეთოდ იხრება, თუმცა შესაძლებელია შემდგომ პერიოდში ინსტიტუციური ბალანსი შეიცვალოს შედეგად  საპირისპირო მიმართულება მივიღოთ.

მოგებას, რომელიც ამოძრავებს კაპიტალიზმს, საკუთარი დინამიკა გააჩნია. აქ უმნიშვნელოვანესია მოგების ნორმა აჭარბებდეს საპროცენტო განაკვეთს, რადგანაც სწორედ წმინდა მოგების ნორმა (net rate)  ახდენს ინვესტიციების აქტიურ  სტიმულირებას( პროცენტის მომტანი აქტივების პასიური ფლობის საწინააღმდეგოდ).  მოგების ნორმის მხრივ, გრძელვადიანი მიმართულებას მართავს სტრუქტურული ფაქტორები, როგორიცაა წარმოებში კაპიტალის ინტენსივობის ზრდა მუდმივი კონკურენციის გამო, მწარმოებლურობის ზრდის და ხარჯების შესამცირებლად. ეს იწვევს საერთო მოგების ნორმაში დაღმავალ ტენდენციას. ამავდროულად, ეს ბიძგს აძლევს არსებული მიმართულების შეცვლის მცდელობებს.

საბოლოო ჯამში იწყება უფრო იაფი ნედლი მასალის ძიება, და პირველ რიგში უფრო იაფი შრომის ძებნა.  აქედან, დიდი ბიძგი გლობალიზაციისკენ, რომელსაც აკომპანიმენტად მოყვება მანტრა იმაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყველასთვის სასიკეთოა. მაგრამ უფრო იაფი შრომა მხოლოდ საზღვარგარეთ არ იშოვება. მისი იმპროტიც შესაძლებელია, და უფრო საოცარი კი ისაა, რომ მისი შექმნაც შესაძლებელია სახლში,  შრომის (მთ: პოლიტიკური) ძალის და იმ ინსტიტუციების შესუსტებით, რომლებიც მუშათა კლასს უმაგრებს ზურგს. ტეტჩტერმა და რეიგანმა შრომაზე  წარმატებული თავდასხმით გახსნეს ახალი ერა ოთხმოციანების დასაწყისში. როგორც  მე ვაჩვენებ ჩემი სტატიის მესამე გრაფაში  (“პირველი დიდი დეპრესია 21-ე საუკუნეში”  (Socialist Register 2011), რეალური ხელფასების სტაგნაციამ და მწარმოებლურობის აჩქარებამ, მოგების ნორმის დაცემის გაუჩერებელი ტენდენცია სტაგნაციურ მდგოამრეობაში გადაიყვანა.

ანვარ შეიხი - 16.4.png

(more…)

კერძო ვალი და მიმდინარე კრიზისი . სტივ კინი

 

p01hh1fbკრიზისიც და მის წინ მიმდინარე ბუმიც გამოწვეულია კერძო ვალების ცვლილებებისგან. აგრეგირებული კერძო ვალის ზრდა ემატება მოთხოვნას, და ვალების დაცემა გამოკლებულია მისგან. ეს საკითხი სისტემატურად უარყოფილია კონვენციური ეკონომიკური შეხედულებების საფუძველზე (მაგალითად, პოლ კრუგმანთან), თუმცა აშკარაა ემპირიული მონაცემებიდან.

თავად კრიზისი 2008 წელს დაიწყო, ზუსტად იმდროს, როცა კერძო ვალის ზრდა მშპ-წილში 30%იანი  წლიურ პიკიდან  ჩამოვარდა და 2010 წელს მინუს 20 პროცენტამდე ჩაყვინთა. გამოცოცხლება (recovery) დაიწყო იმ დროს როდესაც ვალების დაცემის მაჩვენებელი შენელდა. მთელი რეცესიის განმავლობაში, ბუმს და ჩავარდნას შორის 1990-2012, წლიური კორელაცია კერძო ვალების მაჩვენებელსა და უმუშევრობის მაჩვენებელს შორის -0.92 იყო.

კერძო ვალის და უმუშევრობის ცვლილებები.

Screenshot_1

წითელი – უმუშევრობა

ლურჯი – ცვლილება ვალებში

(more…)