ღირებულების თეორია

მსოფლიო სავალუტო ფონდი , კაპიტალიზმი, და ღირებულების კანონი. ენდრიუ კლაიმანი

 

Andrew Kliman

მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, შემდეგია: მსოფლიო ეკონომიკას არ აკონტროლებს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), არც მსოფლიო ბანკი, არც შეერთებული შტატების ხაზინა და არც უოლ-სტრიტი. მსოფლიო ეკონომიკას აკონტროლებს უპიროვნო კანონი,  ღირებულების კანონი. ის უპიროვნოა ისევე, როგორც გრავიტაციის კანონი – ის მუშაობს კონკრეტულ ადამიანთა ნებისა თუ განზრახვისგან დამოუკიდებლად. თქვენი სახლის სახურავი ჩამოინგრევა არა იმიტომ რომ ვინმემ დაგეგმა ასე, არამედ გრავიტაციის კანონის არსებობის გამო.

მსგავსად ამისა, კაპიტალისტები და მათი დაწესებულებები კი არ გეგმავენ კრიზისებს,  არამედ, ღირებულების კანონი არის თავისი არსით წინააღმდეგობრივი, თვით უარმყოფელი, და სწორედ ეს ასაზრდოებს კაპიტალისტური სისტემის კრიზისს.

და აქ შემოდის საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების როლი. ბოლო წლებში, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ითავა ახალი როლი, განსხვავებით იმისგან, რასაც ის თავისი არსებობის პირველი 30 წლის განმავლობაში ასრულებდა, და განსხვავებით იმ როლისგანაც, რომელსაც ის ოთხმოციანებში ასრულებდა, როგორც “მესამე მსოფლიოს” ვალის კრიზისის მომგვარებელი. მისი ახალი როლი არის გლობალური ეკონომიკური კრიზისის მართვა, მცდელობა რომ შეაკეთოს მსოფლიო ეკომონიკა და იხსნას ის კოლაფსისგან. რასაც ის აკეთებს, არსობრივად არის ცდა გადაფაროს და მოაგვაროს ძველი, ჩავარდნილი ვალი ახალი ვალით და ქვეყნები, რომლებიც იღებენ ამ ახალ ვალს, აქციოს ვალის გადამხდელ მანქანებად. ამ პროცესის შესაბამისი, ზრდილობიანი ტერმინი არის “სტრუქტურული ადაპტაცია (structural adjustment)” . (more…)