მარქსისტული ეკონომიკა

კარლ მარქსი და ჰაიმან მინსკი ფინანსური კაპიტალიზმის კრიზისული ბუნების შესახებ. ელგუჯა მექვაბრიშვილი

china minsky 1

სტილიზებული “მინსკის ციკლი”.

გლობალიზაციის ეპოქის ეკონომიკური კრიზისები, განსაკუთრებით კი 2007-2009 წლების ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, საფუძველს გვაძლევს ახალი კუთხით შევხედოთ ეკონომიკური კრიზისების პრობლემის დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე მეცნიერულ კვლევას და გარკვეული პარალელები გავავლოთ სხვადასხვა ეპოქისა თუ მიმართულების მეცნიერთა ნააზრევში. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოდ მიგვაჩნია კაპიტალიზმის ფინანსურ სისტემაზე მუშათა კლასის ეკონომიკური თეორიის ფუძემდებლის, კ. მარქსისა და ცნობილი ნეოკეინზიანელის, ჰ. მინსკის შეხედულებათა შედარებითი ანალიზი. კ. მარქსის ბიოგრაფია კარგადაა ცნობილი, განსაკუთრებით უფროსი და საშუალო თაობის ქართველი მკითხველისათვის, რასაც ვერ ვიტყვით ჰ. მინსკის შესახებ. ამიტომ ძალიან მოკლედ მისი მეცნიერული პორტრეტის რამდენიმე შტრიხზე შევჩერდებით. ჰაიმან მინსკი დაიბადა 1919 წელს აშშ-ში, ჩიკაგოში, ბელორუსიდან ემიგრირებული ებრაელი მენშევიკის ოჯახში. დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტი მათემატიკოსის დიპლომით და ჰარვარდის უნივერსიტეტი ეკონომიკაში ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხით. მუშაობდა ეკონომიკის პროფესორად სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა ჯერომი ლევის ეკონომიკის ინსტიტუტის ბარდის კოლეჯში მეცნიერ-მკვლევარად.

(more…)

Advertisements

მიმდინარე გლობალური კრიზისის მიზეზები და შედეგები. ანვარ შეიხი

Anwar-Interview

“ძრავი რომელიც საწარმოს ამოძრავებს… მოგებაა” კეინსი

მიზეზები

გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკა განიცდის ყველაზე სასტიკ კრიზისს, 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. ასეთი მასშტაბის მოვლენები რეგულარულად მეორდება კაპიტალიზმის ისტორიაში. ისინი წარმოადგნენ სისტემური ტენდენციების გამოხატულებებს, რომლებიც პერიოდულად საკუთარ თავს წარმოაჩენენ ისეთ მოვლენებში, რასაც ჩვენ 1840 წლის, 1870 წლის  და 1930-ი წლის დეპრესიებს ვუწოდებთ.მე ვამტკიცებდი რომ სამოცდაათიანებში, ეგრეთ წორებულ დიდი სტაგფლაციის პერიოდშიც, მსგავს მოვლენასთან გვქონდა საქმე და ახლაც ვამტკიცებ, რომ დღესაც ამ განმეორებადი ფენომენის მოწმენი ვართ.

მე მივიჩნევ, რომ მიმდინარე კრიზისი 21-ე საუკუნის პირველი დიდი დეპრესია იქნება. ამ სახის კრიზისების აღმოფხვრა ძირითადად ახალი ტიპის გლობალური ინსტიტუტების მეშვეობით, სახელმწიფოებს შიგნით მოქმედი მოპირისპირე ძალებს და სახელმწიფოთა შორის ძალთა ახალი ბალანსით, და პირველ რიგში კი გადარჩენილი ბიზნესებისთვის მომგებიანობის აღდგენით ხდება, რამდენადაც ისინი ყიდულობენ გაბანკროტებული კონკურენტების აქტივებს დაცემულ  ფასებში. ბალანსი რეალურ ხელფასებსა და მწარმოებლურობას შორის, კრიზისის მიერ გამოწვეული უმუშევრობის პირობებში, როგორც წესი ბიზნესის სასიკეთოდ იხრება, თუმცა შესაძლებელია შემდგომ პერიოდში ინსტიტუციური ბალანსი შეიცვალოს შედეგად  საპირისპირო მიმართულება მივიღოთ.

მოგებას, რომელიც ამოძრავებს კაპიტალიზმს, საკუთარი დინამიკა გააჩნია. აქ უმნიშვნელოვანესია მოგების ნორმა აჭარბებდეს საპროცენტო განაკვეთს, რადგანაც სწორედ წმინდა მოგების ნორმა (net rate)  ახდენს ინვესტიციების აქტიურ  სტიმულირებას( პროცენტის მომტანი აქტივების პასიური ფლობის საწინააღმდეგოდ).  მოგების ნორმის მხრივ, გრძელვადიანი მიმართულებას მართავს სტრუქტურული ფაქტორები, როგორიცაა წარმოებში კაპიტალის ინტენსივობის ზრდა მუდმივი კონკურენციის გამო, მწარმოებლურობის ზრდის და ხარჯების შესამცირებლად. ეს იწვევს საერთო მოგების ნორმაში დაღმავალ ტენდენციას. ამავდროულად, ეს ბიძგს აძლევს არსებული მიმართულების შეცვლის მცდელობებს.

საბოლოო ჯამში იწყება უფრო იაფი ნედლი მასალის ძიება, და პირველ რიგში უფრო იაფი შრომის ძებნა.  აქედან, დიდი ბიძგი გლობალიზაციისკენ, რომელსაც აკომპანიმენტად მოყვება მანტრა იმაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყველასთვის სასიკეთოა. მაგრამ უფრო იაფი შრომა მხოლოდ საზღვარგარეთ არ იშოვება. მისი იმპროტიც შესაძლებელია, და უფრო საოცარი კი ისაა, რომ მისი შექმნაც შესაძლებელია სახლში,  შრომის (მთ: პოლიტიკური) ძალის და იმ ინსტიტუციების შესუსტებით, რომლებიც მუშათა კლასს უმაგრებს ზურგს. ტეტჩტერმა და რეიგანმა შრომაზე  წარმატებული თავდასხმით გახსნეს ახალი ერა ოთხმოციანების დასაწყისში. როგორც  მე ვაჩვენებ ჩემი სტატიის მესამე გრაფაში  (“პირველი დიდი დეპრესია 21-ე საუკუნეში”  (Socialist Register 2011), რეალური ხელფასების სტაგნაციამ და მწარმოებლურობის აჩქარებამ, მოგების ნორმის დაცემის გაუჩერებელი ტენდენცია სტაგნაციურ მდგოამრეობაში გადაიყვანა.

ანვარ შეიხი - 16.4.png

(more…)

კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისის მარქსისტული თეორია – მაიკლ რობერტსი.

robnerts2

წინა მაისს, ბერლინში კონფერენციაზე, “Marx ist Muss conference in Berlin”, დებატები მქონდა მიხეილ ჰაინრიხთან. დებატების შინაარსი შემდეგია – ჰქონდა თუარა მარქსს ჩამოყალიბებული კაპიტალიზმის კრიზისის თანმიმდევრული თეორია, რომლის ემპირიული გადამოწმებაც შესაძლებელია. ჰაინრიხის აზრით[1], მარქს არ ჰქონდა თანმიმდევრული კრიზისის თეორია, ყოველ შემთხვევაში, მისი გადამოწმება შეუძლებელია, რამდენადაც ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ოფიციალური კაპიტალისტური სტატისტიკა. შემოგთავაზებთ ჩემი საუბრის მოკლე შინაარს.

რაში გვჭირდება კრიზისის თეორია?

ის ვინც აქტიურია კაპიტალის და შრომის საერთაშორისო დაპირისპირებაში შეიძლება იკითხოს, თუ რატომ უკირკიტებენ ჩემნაირი ადამიანები მარქსის და სხვების იდეებს, და ცდილობენ ახსნან თუ რატომ ხდება კაპიტალიზმში რეგულარული და განმეორებადი ფინანსური კატაკლიზმები. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ეს ასეა, დაე დავიწყოთ ბრძოლა კაპიტალიზმის დასასრულისთვის და გვერდით გადავდოთ თეორიული წვრლმანები.

კითხვაზე თუ რა საჭიროა თეორია, არსებობს კარგი პასუხი – მას, უბრალოდ უკეთეს პრაქტიკამდე მივყავართ. დიახ, ჩვენ ვიცით რომ კაპიტალიზმს ახასიათებს და ხშირად ეფლობა ეკონომიკური კრიზისში. ამას ადამიანების ცხოვრებაში უდიდესი ზარალი მოაქვს და აყოვნებს კაცობრიობის საზოგადოებრივ ორგანიზაციის მისწრაფებას ისეთი სამყაროსკენ, რომელშიც აღარ იქნება მძიმე შრომა, და დეფიციტს ულევი რესურსების მიწოდება შეცვლის. კრიზისი მიგვითითებს კაპიტალისტური წარმოების წესის წინააღმდეგობრივ და მფლანგველური ბუნებაზე. (more…)