ეკონომიკური კრიზისი

კარლ მარქსი და ჰაიმან მინსკი ფინანსური კაპიტალიზმის კრიზისული ბუნების შესახებ. ელგუჯა მექვაბრიშვილი

china minsky 1

სტილიზებული “მინსკის ციკლი”.

გლობალიზაციის ეპოქის ეკონომიკური კრიზისები, განსაკუთრებით კი 2007-2009 წლების ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, საფუძველს გვაძლევს ახალი კუთხით შევხედოთ ეკონომიკური კრიზისების პრობლემის დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე მეცნიერულ კვლევას და გარკვეული პარალელები გავავლოთ სხვადასხვა ეპოქისა თუ მიმართულების მეცნიერთა ნააზრევში. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოდ მიგვაჩნია კაპიტალიზმის ფინანსურ სისტემაზე მუშათა კლასის ეკონომიკური თეორიის ფუძემდებლის, კ. მარქსისა და ცნობილი ნეოკეინზიანელის, ჰ. მინსკის შეხედულებათა შედარებითი ანალიზი. კ. მარქსის ბიოგრაფია კარგადაა ცნობილი, განსაკუთრებით უფროსი და საშუალო თაობის ქართველი მკითხველისათვის, რასაც ვერ ვიტყვით ჰ. მინსკის შესახებ. ამიტომ ძალიან მოკლედ მისი მეცნიერული პორტრეტის რამდენიმე შტრიხზე შევჩერდებით. ჰაიმან მინსკი დაიბადა 1919 წელს აშშ-ში, ჩიკაგოში, ბელორუსიდან ემიგრირებული ებრაელი მენშევიკის ოჯახში. დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტი მათემატიკოსის დიპლომით და ჰარვარდის უნივერსიტეტი ეკონომიკაში ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხით. მუშაობდა ეკონომიკის პროფესორად სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა ჯერომი ლევის ეკონომიკის ინსტიტუტის ბარდის კოლეჯში მეცნიერ-მკვლევარად.

(more…)