Author: Tornike Chivadze

ენდრიუ კლაიმანი – მარქსის “კაპიტალის” აქტუალურობის შესახებ

screenshot_1

როგორ არ უნდა შევაფასოთ “კაპიტალი”

მთელი საუკუნე-ნახევრის წინ, მას შემდეგ, რაც მარქსმა დაწერა “კაპიტალი”, კაპიტალიზმი შესამჩნევად შეიცვალა. დღეს ეს სისტემა თითქმის მთელ დედამიწას მოიცავს, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ფინანსების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენთვის, “მრავალ და ფრაგმენტირებულ იდენტობათა” მატარებელთათვის, მსოფლიოს ნაკლებად თუ აქვს  საერთო იმ მარტივ სიტუაციასთან, რომელიც მარქსმა თავისი წიგნის პირველ თავში წარმოგვიდგინა – წარმოების პროცესში, მშრომელთა ზედმეტი შრომის მითვისების ხარჯზე, კაპიტალის ზრდასთან.

ამერიკის ეკონომიკური კრიზისი : მომგებიანობის და შიდამეორნეობების ვალების კრიზისის გაერთიანება – ფრედ მოსლი.

fred-moseley-1-cdm

ამერიკის მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის განმსაზღვრელი მიზეზები ადრეული ომის შემდგომი პერიოდიდან მომდინარეობს, როდესაც ამერიკის ეკონომიკის მოგების ნორმა 1950 წლიდან 1970 წლამდე დაახლოებით 50% -ით დაეცა. მოგების ნორმის დაცემის ტენდენცია საერთაშორისო ხასიათს ატარებდა და საერთო იყო ყველა წამყვანი ქვეყნისთვის.

ამერიკელმა  და მსოფლიოს კაპიტალისტებმა მომგებიანობის კრიზისის დასაძლევად და მოგების ნორმის კვლავ ომის შემდგომი დონის მისაღწევად ყველა ხერხი გამოიყენეს, მათ შორის : ხელფასების და სოციალური დახმარებების შემცირება, ინფლაცია, სამუშაო ტემპის აჩქარება, გლობალიზაცია, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (NAFTA) და ა.შ. ყველა ეს და ყველა სხვა მსგავსი  მოვლენა გასულ დეკადებში კაპიტალისტების მხრიდან, მოგების ნორმის აღდგენის მცდელობას წარმოადგენდა  . დღეს, ამერიკელი მშრომელები მუშაობენ უფრო მძიმედ ვიდრე 40 წლის წინ, თუმცა მათი რეალური  ხელფასები არ გაზრდილა ხოლო სოციალური დახმარებები შემცირდა.

მშრომელების ყველა ამ სიმწარის მიუხედავად, მოგების ნორმა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა; აღდგენილია წინა დაცემის დაახლოებით ნახევარი. შესაბამისად ბიზნეს ინვესტიციები დაბალ მაჩვენებელზეა და ზრდაც ნელია ბოლო დეკადებში.

წინა დეპრესიების დროს, მოგების ნორმის აღდგენა პირველ რიგში დიდი გაკოტრებების ხარჯზე მიიღწევოდა, რომელიც კაპიტალის მასიურ გაუფასურებას (დევალვაცია) ახდენდა გადარჩენილი ფირმებისთვის (მთ: ანუ გამარჯვებული ფირმები ღირებულებაზე ქვემოთ ყიდულობენ დამარცხებული ფირმების აქტივებს, რითაც ზრდიან მოგების ნორმას) . ასევე მცირდებოდა ხელფასებიც და იზრდებოდა შრომის ინტენსივობა, რაც ასევე მოგების ნორმის აღდგენას ეხმარებოდა, თუმცა  წინა დეპრესიებში მომგებიანობის აღდგენა მეტ წილად კაპიტალის გაუფასურების დამსახურება იყო. ამერიკის ომის შემდგომი მთავრობები ( და არა მხოლოდ ამერიკის) ყველაფერს აკეთებდნენ უფრო ღრმა დეპრესიისგან და გაკოტრებებისგან თავის ასარიდებლად, და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ უარესი დეპრესიის გადავადებაში, თუმცა  ეს შეზღუდული წარმატება იმასაც ნიშნავს, რომ ამ ინსტრუმენტების გამოყენების გამო მიმდინარეობს კაპიტალის ნელი გაუფასურება და შესაბამისად მოგების ნორმის სუსტი აღდგენა. სანაცვლოდ, მოგების ნორმის აღდგენა მთლიანად მშრომელთა ექპლოატაციის ინტენსიფიკაციას დაემყარა. (more…)

მოგების ნორმა ცენტრალურია – მაიკლ რობერტსი.

 

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში გაბატონებულია კაპიტალისტური წარმოების წესი. კაპიტალიზმში ფული გამოიყენება მეტი ფულის საკეთებლად. წარმოების ძრავი მოგებაა და არა საზოგადოებრივი საჭიროებები. კაპიტალისტური წარმოება წრფივი ვერტიკალობით არ მიმდიანრეობს. ის ექვემდებარება განმეორებად ბუმებს და ჩავარდნებს, რაც ანადგურებს და ფლანგავს საზოგადოების (მშრომელების) მიერ წინათ შექმნილი ღირებულების დიდ ნაწილს. 1880-იან და 1890-იან წლებში, ჩვენ ამერიკული წარმოების და სიმდიდრის მასობრივი განადგურება ვიხილეთ, ასევე მოხდა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს. სულ ახლახანს ჩვენ გადავიტანეთ საუკუნის პირველი დიდი რეცესია და ამჟამადაც ხანგძლივ დეპრესიაში ვიმყოფებით.

კაპიტალისტური წარმოების წესის პერიოდული კრიზისები ორი საფუძვლიდან გამომდიანრეობს. ერთია, მონეტარული ეკონომიკა, რაც კაპიტალიზმის მთავარი განმასახიერებელია და რომელიც ყოველთვის გულისხმობს კრიზისის შესაძლებლობას. შესაძლებელია, რომ ფულის მფლობელებმა ყოველთვის არ დახარჯონ  და ინვესტირებასაც, მისი დაგროვება (hoarding)  ამჯობინონ. თუ,  ამა თუ იმ მიზეზის გამო,  ისინი ამას აკეთბენ შესაძლებელია მოხდეს გაცვლითი პროცესების ჩამოშლა და ყიდვა გაყიდვის კრიზისის წარმოქმნა.

(more…)

კარლ მარქსი და ჰაიმან მინსკი ფინანსური კაპიტალიზმის კრიზისული ბუნების შესახებ. ელგუჯა მექვაბრიშვილი

china minsky 1

სტილიზებული “მინსკის ციკლი”.

გლობალიზაციის ეპოქის ეკონომიკური კრიზისები, განსაკუთრებით კი 2007-2009 წლების ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, საფუძველს გვაძლევს ახალი კუთხით შევხედოთ ეკონომიკური კრიზისების პრობლემის დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე მეცნიერულ კვლევას და გარკვეული პარალელები გავავლოთ სხვადასხვა ეპოქისა თუ მიმართულების მეცნიერთა ნააზრევში. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოდ მიგვაჩნია კაპიტალიზმის ფინანსურ სისტემაზე მუშათა კლასის ეკონომიკური თეორიის ფუძემდებლის, კ. მარქსისა და ცნობილი ნეოკეინზიანელის, ჰ. მინსკის შეხედულებათა შედარებითი ანალიზი. კ. მარქსის ბიოგრაფია კარგადაა ცნობილი, განსაკუთრებით უფროსი და საშუალო თაობის ქართველი მკითხველისათვის, რასაც ვერ ვიტყვით ჰ. მინსკის შესახებ. ამიტომ ძალიან მოკლედ მისი მეცნიერული პორტრეტის რამდენიმე შტრიხზე შევჩერდებით. ჰაიმან მინსკი დაიბადა 1919 წელს აშშ-ში, ჩიკაგოში, ბელორუსიდან ემიგრირებული ებრაელი მენშევიკის ოჯახში. დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტი მათემატიკოსის დიპლომით და ჰარვარდის უნივერსიტეტი ეკონომიკაში ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხით. მუშაობდა ეკონომიკის პროფესორად სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა ჯერომი ლევის ეკონომიკის ინსტიტუტის ბარდის კოლეჯში მეცნიერ-მკვლევარად.

(more…)

მსოფლიო სავალუტო ფონდი , კაპიტალიზმი, და ღირებულების კანონი. ენდრიუ კლაიმანი

 

Andrew Kliman

მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, შემდეგია: მსოფლიო ეკონომიკას არ აკონტროლებს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), არც მსოფლიო ბანკი, არც შეერთებული შტატების ხაზინა და არც უოლ-სტრიტი. მსოფლიო ეკონომიკას აკონტროლებს უპიროვნო კანონი,  ღირებულების კანონი. ის უპიროვნოა ისევე, როგორც გრავიტაციის კანონი – ის მუშაობს კონკრეტულ ადამიანთა ნებისა თუ განზრახვისგან დამოუკიდებლად. თქვენი სახლის სახურავი ჩამოინგრევა არა იმიტომ რომ ვინმემ დაგეგმა ასე, არამედ გრავიტაციის კანონის არსებობის გამო.

მსგავსად ამისა, კაპიტალისტები და მათი დაწესებულებები კი არ გეგმავენ კრიზისებს,  არამედ, ღირებულების კანონი არის თავისი არსით წინააღმდეგობრივი, თვით უარმყოფელი, და სწორედ ეს ასაზრდოებს კაპიტალისტური სისტემის კრიზისს.

და აქ შემოდის საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების როლი. ბოლო წლებში, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ითავა ახალი როლი, განსხვავებით იმისგან, რასაც ის თავისი არსებობის პირველი 30 წლის განმავლობაში ასრულებდა, და განსხვავებით იმ როლისგანაც, რომელსაც ის ოთხმოციანებში ასრულებდა, როგორც “მესამე მსოფლიოს” ვალის კრიზისის მომგვარებელი. მისი ახალი როლი არის გლობალური ეკონომიკური კრიზისის მართვა, მცდელობა რომ შეაკეთოს მსოფლიო ეკომონიკა და იხსნას ის კოლაფსისგან. რასაც ის აკეთებს, არსობრივად არის ცდა გადაფაროს და მოაგვაროს ძველი, ჩავარდნილი ვალი ახალი ვალით და ქვეყნები, რომლებიც იღებენ ამ ახალ ვალს, აქციოს ვალის გადამხდელ მანქანებად. ამ პროცესის შესაბამისი, ზრდილობიანი ტერმინი არის “სტრუქტურული ადაპტაცია (structural adjustment)” . (more…)

მიმდინარე გლობალური კრიზისის მიზეზები და შედეგები. ანვარ შეიხი

Anwar-Interview

“ძრავი რომელიც საწარმოს ამოძრავებს… მოგებაა” კეინსი

მიზეზები

გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკა განიცდის ყველაზე სასტიკ კრიზისს, 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. ასეთი მასშტაბის მოვლენები რეგულარულად მეორდება კაპიტალიზმის ისტორიაში. ისინი წარმოადგნენ სისტემური ტენდენციების გამოხატულებებს, რომლებიც პერიოდულად საკუთარ თავს წარმოაჩენენ ისეთ მოვლენებში, რასაც ჩვენ 1840 წლის, 1870 წლის  და 1930-ი წლის დეპრესიებს ვუწოდებთ.მე ვამტკიცებდი რომ სამოცდაათიანებში, ეგრეთ წორებულ დიდი სტაგფლაციის პერიოდშიც, მსგავს მოვლენასთან გვქონდა საქმე და ახლაც ვამტკიცებ, რომ დღესაც ამ განმეორებადი ფენომენის მოწმენი ვართ.

მე მივიჩნევ, რომ მიმდინარე კრიზისი 21-ე საუკუნის პირველი დიდი დეპრესია იქნება. ამ სახის კრიზისების აღმოფხვრა ძირითადად ახალი ტიპის გლობალური ინსტიტუტების მეშვეობით, სახელმწიფოებს შიგნით მოქმედი მოპირისპირე ძალებს და სახელმწიფოთა შორის ძალთა ახალი ბალანსით, და პირველ რიგში კი გადარჩენილი ბიზნესებისთვის მომგებიანობის აღდგენით ხდება, რამდენადაც ისინი ყიდულობენ გაბანკროტებული კონკურენტების აქტივებს დაცემულ  ფასებში. ბალანსი რეალურ ხელფასებსა და მწარმოებლურობას შორის, კრიზისის მიერ გამოწვეული უმუშევრობის პირობებში, როგორც წესი ბიზნესის სასიკეთოდ იხრება, თუმცა შესაძლებელია შემდგომ პერიოდში ინსტიტუციური ბალანსი შეიცვალოს შედეგად  საპირისპირო მიმართულება მივიღოთ.

მოგებას, რომელიც ამოძრავებს კაპიტალიზმს, საკუთარი დინამიკა გააჩნია. აქ უმნიშვნელოვანესია მოგების ნორმა აჭარბებდეს საპროცენტო განაკვეთს, რადგანაც სწორედ წმინდა მოგების ნორმა (net rate)  ახდენს ინვესტიციების აქტიურ  სტიმულირებას( პროცენტის მომტანი აქტივების პასიური ფლობის საწინააღმდეგოდ).  მოგების ნორმის მხრივ, გრძელვადიანი მიმართულებას მართავს სტრუქტურული ფაქტორები, როგორიცაა წარმოებში კაპიტალის ინტენსივობის ზრდა მუდმივი კონკურენციის გამო, მწარმოებლურობის ზრდის და ხარჯების შესამცირებლად. ეს იწვევს საერთო მოგების ნორმაში დაღმავალ ტენდენციას. ამავდროულად, ეს ბიძგს აძლევს არსებული მიმართულების შეცვლის მცდელობებს.

საბოლოო ჯამში იწყება უფრო იაფი ნედლი მასალის ძიება, და პირველ რიგში უფრო იაფი შრომის ძებნა.  აქედან, დიდი ბიძგი გლობალიზაციისკენ, რომელსაც აკომპანიმენტად მოყვება მანტრა იმაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყველასთვის სასიკეთოა. მაგრამ უფრო იაფი შრომა მხოლოდ საზღვარგარეთ არ იშოვება. მისი იმპროტიც შესაძლებელია, და უფრო საოცარი კი ისაა, რომ მისი შექმნაც შესაძლებელია სახლში,  შრომის (მთ: პოლიტიკური) ძალის და იმ ინსტიტუციების შესუსტებით, რომლებიც მუშათა კლასს უმაგრებს ზურგს. ტეტჩტერმა და რეიგანმა შრომაზე  წარმატებული თავდასხმით გახსნეს ახალი ერა ოთხმოციანების დასაწყისში. როგორც  მე ვაჩვენებ ჩემი სტატიის მესამე გრაფაში  (“პირველი დიდი დეპრესია 21-ე საუკუნეში”  (Socialist Register 2011), რეალური ხელფასების სტაგნაციამ და მწარმოებლურობის აჩქარებამ, მოგების ნორმის დაცემის გაუჩერებელი ტენდენცია სტაგნაციურ მდგოამრეობაში გადაიყვანა.

ანვარ შეიხი - 16.4.png

(more…)

კერძო ვალი და მიმდინარე კრიზისი . სტივ კინი

 

p01hh1fbკრიზისიც და მის წინ მიმდინარე ბუმიც გამოწვეულია კერძო ვალების ცვლილებებისგან. აგრეგირებული კერძო ვალის ზრდა ემატება მოთხოვნას, და ვალების დაცემა გამოკლებულია მისგან. ეს საკითხი სისტემატურად უარყოფილია კონვენციური ეკონომიკური შეხედულებების საფუძველზე (მაგალითად, პოლ კრუგმანთან), თუმცა აშკარაა ემპირიული მონაცემებიდან.

თავად კრიზისი 2008 წელს დაიწყო, ზუსტად იმდროს, როცა კერძო ვალის ზრდა მშპ-წილში 30%იანი  წლიურ პიკიდან  ჩამოვარდა და 2010 წელს მინუს 20 პროცენტამდე ჩაყვინთა. გამოცოცხლება (recovery) დაიწყო იმ დროს როდესაც ვალების დაცემის მაჩვენებელი შენელდა. მთელი რეცესიის განმავლობაში, ბუმს და ჩავარდნას შორის 1990-2012, წლიური კორელაცია კერძო ვალების მაჩვენებელსა და უმუშევრობის მაჩვენებელს შორის -0.92 იყო.

კერძო ვალის და უმუშევრობის ცვლილებები.

Screenshot_1

წითელი – უმუშევრობა

ლურჯი – ცვლილება ვალებში

(more…)

“შესავალი კრიზისის თეორიის ისტორიაში” ანვარ შეიხი

 

12189537_992482000810262_1264421110834785937_n

 

დღევანდელი ეკონომიკური სისტემის ძირითადი განმასხვავებელი ასპექტი ყველა წინა ეკონომიკურ ფორმაციასთან ისაა, რომ ის უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება ბუნებრივი მოვლენებისგან, სამაგიეროდ კი უფრო და უფრო დამოკიდებული საზოგადოებრივ ფაქტორებზე – წარმოების და განაწილების საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ- ფინანსურ ინსტიტუტებზე და ა.შ. თუ წინ ეკონომიკური კრიზისი ძირითადად ბუნებრივი პირობებით იყო გამოწვეული დღეს ის მთლიანადაა დამოკიდებული ეკონომიკის საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე.

კრიზისის ანალიზი უმნიშვნელოვანესია როგორც, არსებული ეკონომიური წესის ანალიზისთვის ისე მისი ლიმიტების გასაგებად. კონკრეტულად კი კრიზისის თეორია ავლენს იმ პირობებს და სვამს კითხვას თუ რატომ ხდება შეუძლებელი (ანდაც შეფერხებადი) ეკონომიკური კვლავწარმოება და გაფართოებული კვავწარმოება (ეკონომიკური ზრდა).

ანვარ შეიხი ნაშრომში განიხილავს და განასხვავებს კრიზისის თეორიების სამ ძირითად მიმართულებას, რომლებიც კაპიტალისტური ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესს სამ განსხვავებულ კონცეფციაზე აფუძნებენ და შესაბამისად აყალიბებენ კრიზისის განსხვავებულ თეორიებს.
პირველი შეხედულების მიხედვით კაპიტალიზმს ძალუძს ავტომატური კვლავწარმოება. ეს შეიძლება იყოს გაწონასწორებული და ეფექტური (ნეოკლასიკური თეორია) ანდაც მერყევი და მფლანგველური (კეინზი) მაგრამ ის თავისთავად თვით-წონასწორობისკენ მიემართება (self-equilibrating ). თეორიის მიხედვით არ არსებობს კაპიტალისტური წარმოების წესის ლიმიტები და ის არაა ისტორიულად გარდამავალი ფორმა : ის მუდმივად შეძლებს არსებობას იმ შემთხვევაში თუ თავის ნებაზე იქნება მიშვებული (ნეოკლასიკური თეორია) ან  სწორად მართული (კეინზი) .

მეორე შეხედულება საპირისპიროა – კაპიტალიზმი თავისთავად უუნაროა საკუთარი თავის კვლავწარმოების (თვითზრდის). ის უნდა გაიზარდოს რომ გადარჩეს, თუმცა ის აუცილებლად საჭიროებს მოთხოვნის გარე წყაროებს (მაგალითად არაკაპიტალისტური სამყაროდან) რათა მოახერხოს ზრდა. ანუ სისტემის კვლავწარმოება რეგულირებულია სისტემის გარე ფაქტორებით – სისტემის ლიმიტი მის გარეთაა. ამ შეხედულებიდან გამომდინარეობს “არასაკმარისი მოხმარების” (under-consumption) სკოლების თეორიული ხაზი (მარქსიტულის ჩათვლით) .
მესამე პოზიციის მიხედვით მიუხედავად იმისა რომ კაპიტალიზმს ძალუძს კვლავწარმოება, დაგროვების პროცესი აღმავებს მის შინაგან წინააღმდეგობებს, რომელსაც ის თავად ეფუძნება, იქამდე სანამ ის კრიზისად არ გადაიქცევა. ეს ხაზი ალბათ ექსკლუზიურად მარქსისტულია და მოიცავს როგორც “მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის” ისე “მოგების შეკუმშვის” თეორიებს…
სწორედ ამ ჩაროდან გამოდის კრიზისის თეორიის სხვადასხვა სკოლები, რომელსაც ავტორი დეტალურად განიხილავს.

გადმოწერეთ

 

კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისის მარქსისტული თეორია – მაიკლ რობერტსი.

robnerts2

წინა მაისს, ბერლინში კონფერენციაზე, “Marx ist Muss conference in Berlin”, დებატები მქონდა მიხეილ ჰაინრიხთან. დებატების შინაარსი შემდეგია – ჰქონდა თუარა მარქსს ჩამოყალიბებული კაპიტალიზმის კრიზისის თანმიმდევრული თეორია, რომლის ემპირიული გადამოწმებაც შესაძლებელია. ჰაინრიხის აზრით[1], მარქს არ ჰქონდა თანმიმდევრული კრიზისის თეორია, ყოველ შემთხვევაში, მისი გადამოწმება შეუძლებელია, რამდენადაც ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ოფიციალური კაპიტალისტური სტატისტიკა. შემოგთავაზებთ ჩემი საუბრის მოკლე შინაარს.

რაში გვჭირდება კრიზისის თეორია?

ის ვინც აქტიურია კაპიტალის და შრომის საერთაშორისო დაპირისპირებაში შეიძლება იკითხოს, თუ რატომ უკირკიტებენ ჩემნაირი ადამიანები მარქსის და სხვების იდეებს, და ცდილობენ ახსნან თუ რატომ ხდება კაპიტალიზმში რეგულარული და განმეორებადი ფინანსური კატაკლიზმები. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ეს ასეა, დაე დავიწყოთ ბრძოლა კაპიტალიზმის დასასრულისთვის და გვერდით გადავდოთ თეორიული წვრლმანები.

კითხვაზე თუ რა საჭიროა თეორია, არსებობს კარგი პასუხი – მას, უბრალოდ უკეთეს პრაქტიკამდე მივყავართ. დიახ, ჩვენ ვიცით რომ კაპიტალიზმს ახასიათებს და ხშირად ეფლობა ეკონომიკური კრიზისში. ამას ადამიანების ცხოვრებაში უდიდესი ზარალი მოაქვს და აყოვნებს კაცობრიობის საზოგადოებრივ ორგანიზაციის მისწრაფებას ისეთი სამყაროსკენ, რომელშიც აღარ იქნება მძიმე შრომა, და დეფიციტს ულევი რესურსების მიწოდება შეცვლის. კრიზისი მიგვითითებს კაპიტალისტური წარმოების წესის წინააღმდეგობრივ და მფლანგველური ბუნებაზე. (more…)