About

ნეოკლასიკოსი ეკონომისტების გურუ, მენქიუს მიერ ბოლო დეკადების საუკეთესო მაკროეკონომისტად აღიარებული და ნობელის პრემიის ლაურიატი რობერტ ლუკასი 2003 წელს, ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის საპრეზიდენტო მიმართვაში წერდა : “დეპრესიის პრევენციების ცენტრალური პრობლემა , ყველა მის პრაქტიკულ ასპექტში გადაჭრილია, და საკითხი გადაწყეტილია გრძელვადიან პერსპექტივაშიც”. ზუსტად 5 წელში კი მსოფლიო ეკონომიკას თავს საშინელება დაატყდა. ამას დღეს 2008–09 წლების დიდ რეცესიას უწოდებენ. დღევანდელი გაბატონებული ეკონომიკური მოძღვრებები, რომლებიც მეინსტრიმულად იწოდებაინ სრულიად უნიათონი აღმოჩნდენ, აეხსნათ ეკონომიკური კრიზისების ბუნება. ეკონომიკური აღდგენის პროცესი ისტორიულად ყველაზე ნელი ტემპებით მიმდიანრეობს (მაიკლ რობერტსის გრაფიკი) :

Screenshot_3

ამის ფონზე კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება  ეკონომიკური თეორიების მარქსისტული და ჰეტეროდოქსული ტრადიცია.  ბლოგის მიზანია ეკონომიკური კრიზისის კლასიკური და თანამედროვე თეორიების პოპულარიზაცია. რადიკალური და ჰეტეროდოქსული ეკონომიკური მიმდინარეობების პოლულარიზაცია სტუდენტებს, პროფესორებსა და დაინტერესებულ პირებს შორის. ბლოგზე ხელმისაწვდომი იქნება, მასალა, როგორც ეკონომისტებისთვის ისე მოხალისეებისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი ლიტერატურა.

თორნიკე ჩივაძე