ამერიკის ეკონომიკური კრიზისი : მომგებიანობის და შიდამეორნეობების ვალების კრიზისის გაერთიანება – ფრედ მოსლი.

fred-moseley-1-cdm

ამერიკის მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის განმსაზღვრელი მიზეზები ადრეული ომის შემდგომი პერიოდიდან მომდინარეობს, როდესაც ამერიკის ეკონომიკის მოგების ნორმა 1950 წლიდან 1970 წლამდე დაახლოებით 50% -ით დაეცა. მოგების ნორმის დაცემის ტენდენცია საერთაშორისო ხასიათს ატარებდა და საერთო იყო ყველა წამყვანი ქვეყნისთვის.

ამერიკელმა  და მსოფლიოს კაპიტალისტებმა მომგებიანობის კრიზისის დასაძლევად და მოგების ნორმის კვლავ ომის შემდგომი დონის მისაღწევად ყველა ხერხი გამოიყენეს, მათ შორის : ხელფასების და სოციალური დახმარებების შემცირება, ინფლაცია, სამუშაო ტემპის აჩქარება, გლობალიზაცია, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (NAFTA) და ა.შ. ყველა ეს და ყველა სხვა მსგავსი  მოვლენა გასულ დეკადებში კაპიტალისტების მხრიდან, მოგების ნორმის აღდგენის მცდელობას წარმოადგენდა  . დღეს, ამერიკელი მშრომელები მუშაობენ უფრო მძიმედ ვიდრე 40 წლის წინ, თუმცა მათი რეალური  ხელფასები არ გაზრდილა ხოლო სოციალური დახმარებები შემცირდა.

მშრომელების ყველა ამ სიმწარის მიუხედავად, მოგების ნორმა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა; აღდგენილია წინა დაცემის დაახლოებით ნახევარი. შესაბამისად ბიზნეს ინვესტიციები დაბალ მაჩვენებელზეა და ზრდაც ნელია ბოლო დეკადებში.

წინა დეპრესიების დროს, მოგების ნორმის აღდგენა პირველ რიგში დიდი გაკოტრებების ხარჯზე მიიღწევოდა, რომელიც კაპიტალის მასიურ გაუფასურებას (დევალვაცია) ახდენდა გადარჩენილი ფირმებისთვის (მთ: ანუ გამარჯვებული ფირმები ღირებულებაზე ქვემოთ ყიდულობენ დამარცხებული ფირმების აქტივებს, რითაც ზრდიან მოგების ნორმას) . ასევე მცირდებოდა ხელფასებიც და იზრდებოდა შრომის ინტენსივობა, რაც ასევე მოგების ნორმის აღდგენას ეხმარებოდა, თუმცა  წინა დეპრესიებში მომგებიანობის აღდგენა მეტ წილად კაპიტალის გაუფასურების დამსახურება იყო. ამერიკის ომის შემდგომი მთავრობები ( და არა მხოლოდ ამერიკის) ყველაფერს აკეთებდნენ უფრო ღრმა დეპრესიისგან და გაკოტრებებისგან თავის ასარიდებლად, და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ უარესი დეპრესიის გადავადებაში, თუმცა  ეს შეზღუდული წარმატება იმასაც ნიშნავს, რომ ამ ინსტრუმენტების გამოყენების გამო მიმდინარეობს კაპიტალის ნელი გაუფასურება და შესაბამისად მოგების ნორმის სუსტი აღდგენა. სანაცვლოდ, მოგების ნორმის აღდგენა მთლიანად მშრომელთა ექპლოატაციის ინტენსიფიკაციას დაემყარა.

დეკადების განმავლობაში ხელფასების სტაგნაციის ძირითადი შედეგი ისაა, რომ მშრომელები უფრო და უფრო მეტად ეფლობიან ვალებში, რათა შეძლონ ბინის ან მანქანის შეძენა, შვილების კოლეჯში გაგზავნა ან აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფა. შიდამეურნეობების ვალების შეფარდება დაბეგვის შემდგომ შემოსავლებთან თითქმის გასამმაგდა და 1980 წელთან შედარებით 2007 წლითვის 50%-იდან 130%-ამდე გაიზარდა (ვალების ანალოგიური მაჩვენებელი 1929 წელს 30% -ს შეადგენდა). ამერიკული ეკონომიკა შიდა მეურნეობების და ფირმების უფრო და უფრო მზარდი ვალების დახმარებით ტივტივებს წყლის ზედაპირზე. ახლახანს, შიდა მეურნებოების ვალების ბუშტი გასკდა, და ამერიკის კრიზისი უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდა. როგორც, მარქსი აღნიშნავდა მზარდ ვალებს შეუძლიათ ეკონომიკური ექსპანსიის გახანგძლივება, თუმცა პარალელურად ეს პროცესი, უფრო ამძიმებს მომავალ დეპრესიას.

ასე რომ მომგებიანობის კრიზისის განვითარება (ხელფასების დაპრესვის მეშვეობით) ნაკლ-მოხმარების (under-consumption crisis)  პოტენციურ კრიზისად იქცა, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში გადავადებული იქნა შიდა მეურნეობების მზარდი ვალების მეშვეობით. თუმცა, შიდამეურნეობების ვალებს არ შეუძლიათ მუდმივად ზრდა. ასე რომ საბოლოოდ შიდამეურნეობების ვალების ბუშტიც გასკდა და სუბსტანდარტული იპოთეკის კრიზისი საერთო კრიზისში გადაიზარდა. მომგენიანობის კრიზისი მხოლოდ ნაწილობრივ გადაილახა და ახლა ჩვენს წინაშე შიდამეურნეობების სავალო კრიზისი წარსდგა. როგორც მარქსი ხშირად უთქვამს, კაპიტალიზმში არსებული წინააღმდეგობების გადალახვის მცდელობები ახალ წინააღმდეგობებს წარმოშობს.

ზემოთ გადმოცემულ დინამიკასთან ერთად, ეკონომიკის ფინანსურ სექტორში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო, ამ სექტორის და შესაბამისად, მთლიანი ეკონომიკის არასტაბილურობას. ამერიკის ეკონონიმიკურ არასტაბილურობას ხელი შეუწყო შემდეგმა ცვლილებებმა : დერეგულაციამ (განსაკუთრებით  გლასის და სტიგოლის კანონის გაუქმება 1999 წელს), მზარდმა კონცენტრაციამ (რაც იწვევს კომპანიების ისეთ მაშტაბურ ზრდას, რომ მათ დაცემა მთლიანი ეკონომიკისთვის საფრთხე ხდება ), დაურეგულირებელი “ჩრდილოვანი საბანკო სისტემის” განვითარებამ  (ჰეჯ ფონდები და ა.შ.), “ინოვაციებმა” ფასიანი ქაღალდების სისტემაში   (როგორიცაა იპოთეკით დატვირთული ქაღალდები, დერივატივები და სხვა).

თავად ეკონომიკის “ფინანსიალიზაცია” წარმოადგენს ომის შემდგომი პერიოდის მოგების ნორმის შემცირების შედეგს. დაბალი მომგებიანობის გამო, ინდუსტრიული კაპიტალისტები ერიდებოდნენ ინვესტირებას საწარმოო შესაძლებლებლობების გაფართოებისთვის და სანაცვლოდ ფინანსურ აქტივებში ახდენდნენ ინვესტირებას. მარქსის თეორიის მიხედვით, ეკონომიკაში საერთო კაპიტალის წილში ფინანსური სექტორის ზრდა იმას ნიშნავს, რომ ნაკლები მოგება იწარმოება, რადგან მოგება მთლიან ეკონომიკაში მხოლოდ პროდუქტიულ სექტორში იწარმოება (ფინანსური სექტორის შემოსავლები პროდუქტიული სექტორის ნაწარმოები მოგებისგან წარმოდგება). შესაბამისად, ფინანსური სექტორისკენ მიმავალმა კაპიტალის მზარდმა წილმა გაამძაფრა მომგებიანობის პრობლემა ეკონომიკისთვის მთლიანობაში.

ეკონომიკური კრიზისის ნაწილობრივი და “მშრომელებზე ორიენტირებული” გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება შიდა მეურნოებების იპოთეკური ვალების სახლების მიმდინარე საბაზრო ღირებულებამდე დაყვანაა. ეს საერთო დავალიანების საშუალოდ 20%- იან შემცირებას გამოიწვევდა. შიდა მეურნეობების ვალის დონე კვლავ მაღალი იქნებოდა, მაგრამ შედარებით მარტივად სამართავი. რათქმაუნდა ამ სამკურნალო ოპერაციას ბანკები და სხვა იპოთეკური ინვესტორები ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს მათი დანაკარგების ზრდას ნიშნავს. ორივემ, ბუშის და ობამას ადმინისტრაციებმა დაუთმეს ბანკებს. ორივე ადმინისტრაციის მიერ გატარებული იპოთეკური მოდიფიკაციის პროგრამა ბანკებისთვის “მოხალისეობრივი” მონაწილეობის პრინციპს დაეფუძნა. რათქმაუნდა, პროგრამაში “მოხალისეობრივად” ძალზედ ცოტა ბანკი ჩაერთო და შესაბამისად ორივე პროგრამა ჩავარდა.

მიმდინარე მდგომარეობის და სახელმწიფოს პოლიტიკის გათვალიწინებით, საუკეთესო შემთხვევაში უნდა ველოდეთ, რომ წინ გველის ნელი ზრდის წლები დეპრესიის დონის უმუშევრობასთან ერთად. მოსალოდნელია, კვლავ განმეორდეს იპოთეკური დეფოლტები და სხვა სერიოზული საბანკო კრიზისები, რომელიც ქმნის უფრო ღრმა დეპრესიაში ჩავარდნის საფრთხეს.

თუ ახალი საბანკო კრიზისი განმეორდა, სახელმწიფომ ნამდვილად აღარ უნდა (“never again”), შეუშალოს ხელი  განწირული ბანკების დაცემას, სანაცვლოდ კი, მოახდინოს დაცემისთვის განწირული დიდი ბანკების ნაციონალიზაცია და უზრუნველყოს მათი საჯარო საკუთრებაში მუშაობა (ანუ, ბანკების სამუშაოს საჯარო ინტერესებზე დაფუძნება  “public option”).

თუმცა, დამარცხებული ბანკების ნაციონალიზაცია არ იქნება საკმარისი მიმდინარე ვალების მშპ-სთან შეფარდების მდგრად დონეზე შემცირებისთვის და შესაძლოა ეკონომიკა უფრო ღრმა დეპრესიაში ჩაეფლოს. ასეთ შემთხვევაში, უფრო ხანგძლივი და მწვავე დეპრესიიდან ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური ცვლილება იქნებოდა, რაც მოგებაზე დაფუძნებული კაპიტალისტური ეკონომიკის დემოკრატიულ სოციალისტურ ეკონომიკაზე გადასვლას ანუ ისეთ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლას  გულისხმობს, რომლის მთავარი მიზანიც  სახალხო საჭიროებებისთვის წარმოებაა და არა მოგების წარმოება ელიტური უმცირესობისთვის. ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდება ფართო სოციალური მოძრაობა , რომელიც ამერიკის ეკონომიკაში ამ ფუნდამენტურ ცვლილებებს მისცემს ბიძგს , და ვიმედოვნებ რომ ამ მოძრაობის წარმართვაში მივიღებ მონაწილეობას.

 URPE-Occupy Summer Conference, August 2012
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s