მოგების ნორმა ცენტრალურია – მაიკლ რობერტსი.

 

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში გაბატონებულია კაპიტალისტური წარმოების წესი. კაპიტალიზმში ფული გამოიყენება მეტი ფულის საკეთებლად. წარმოების ძრავი მოგებაა და არა საზოგადოებრივი საჭიროებები. კაპიტალისტური წარმოება წრფივი ვერტიკალობით არ მიმდიანრეობს. ის ექვემდებარება განმეორებად ბუმებს და ჩავარდნებს, რაც ანადგურებს და ფლანგავს საზოგადოების (მშრომელების) მიერ წინათ შექმნილი ღირებულების დიდ ნაწილს. 1880-იან და 1890-იან წლებში, ჩვენ ამერიკული წარმოების და სიმდიდრის მასობრივი განადგურება ვიხილეთ, ასევე მოხდა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს. სულ ახლახანს ჩვენ გადავიტანეთ საუკუნის პირველი დიდი რეცესია და ამჟამადაც ხანგძლივ დეპრესიაში ვიმყოფებით.

კაპიტალისტური წარმოების წესის პერიოდული კრიზისები ორი საფუძვლიდან გამომდიანრეობს. ერთია, მონეტარული ეკონომიკა, რაც კაპიტალიზმის მთავარი განმასახიერებელია და რომელიც ყოველთვის გულისხმობს კრიზისის შესაძლებლობას. შესაძლებელია, რომ ფულის მფლობელებმა ყოველთვის არ დახარჯონ  და ინვესტირებასაც, მისი დაგროვება (hoarding)  ამჯობინონ. თუ,  ამა თუ იმ მიზეზის გამო,  ისინი ამას აკეთბენ შესაძლებელია მოხდეს გაცვლითი პროცესების ჩამოშლა და ყიდვა გაყიდვის კრიზისის წარმოქმნა.

მეორე, მოგებაზე დაფუძნებული კაპიტალისტური წარმოების სისტემა იწყებს რყევას თუ წარმოების საშუალებების მფლობელებისთვის დამაკმაყოფილებელი მოგების გამომუშავება ვერ ხერხდება. არსებობს მოგების ნორმის დაცემის, შინაგანი, ტენდენცია. ეს საფუძველმდებარე მიზეზია ყველა ბუმის და ჩავარდნისთვის.

ცალკეული კაპიტალისტური ბიზნესები არ კოოპერირებენ იმ მიზნით, რომ მოახდინონ საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების და სერვისების მიწოდება. პირიქით, ისინი შედიან  ერთმანეთთან კონკურენციაში, საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით. ამისთვის, ისინი მშრომელებს ამუშავებენ უფრო დიდ ხანს და მძიმედ, თუმცა ასევე იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს რომ შრომის მწარმოებლურობა გაზარდონ და უფრო მეტი ღირებულება მიიღონ. სწორედ ესაა კაპიტალიზმის “აქილევსის ქუსლი”.  ახალ ქარხნებში და აღჭურვილობაში აკუმულირებული საინვესტიციო ხარჯები წარმოუდგენლად იზრდება სამუშაო ძალის ზომასთან და ხარჯებთან შედარებით. რადგანაც, მხოლოდ შრომას შეუძლია ახალი ღირებულების შექმნა (მანქანებს ეს არ ძალუძთ), მომგებიანობა ყოველ ახალ ერთეულ ინვესტიციაზე დაცემას იწყებს. თუკი მომგებიანობა პერმანენტულად ეცემა, საბოლოო ჯამში ეს,  მოგების მასის დაცემასაც გამოიწვევს.კაპიტალისტები წყვეტენ ინვესტირებას და “გაფიცვაზე” გადიან. წარმოების კრიზისი იწყება.

კაპიტალისტები კრიზისის გადალახვა სხვადასხვა გზით ცდილობენ : მშრომელების მეტი ექსპლოატაციით; ახალი ტექნოლოგიების უფრო იაფი კომპლექტების ძიებით; და სპეკულირებით, ეკონომიკის არაპროდუქტიულ სექტორში, ანუ საფონდო ბირჟებზე, ბანკებში და ფინანსებში, სადაც ისინი აზარტულ თამაშს იწყებენ მოგებისთვის. მაგრამ, ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია. საბოლოო ჯამში მოგების ნორმის დაცემის კანონი მაინც ამუშავდება.

Screenshot_5

ამერიკაში მოგების ნორმა1948 წლის ნუშნულზე ქვემოთაა. თუმცა, გადაადგილება წრფივი არ ყოფილა. ომის შემდეგ, ეგრედ წოდებულ “ოქროს ხანაში”(1948-65)  ის მაღალ ნიშნულზე იყო. ეს ამერიკის ისტორიაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე სწრაფი პერიოდია.

შემდგომ პერიოდში,1965 წლიდან 1982 წლამდე, მომგებიანობა შეუქცევადად ეცემა. მშპ-ს ზრდა ბევრად ნელია და ამერიკული კაპიტალიზმი (როგორც ყველგან) რამდენიმე ჩავარდნას განიცდის 1974-75 და 1980-82 წლებში.

1982 წლიდან 1997 წლამდე ე.წ. “ნეოლიბერალიზმის” ერაში, მომგებიანობა გაიზარდა. კაპიტალიზმმა მოახერხა მომგებიანობის დაცემის  წინააღმდეგ მოქმედი ფაქტორების მობილიზება, ანუ ამერიკული სამუშაო ძალის ექპლოატაციის ზრდა (ხელფასების წილის დაცემა); სამუშაო ძალის ექსპლოატაციის ზრდა ყველგან (გლობალიზაცია) და “სპეკულაციები”  არაპროდუქტიულ სექტორებში ( უძრავი ქონება და ფინანსური კაპიტალის აღმავლობა).  აღნიშნულ, “ნეოლიბერალურ პერიოდს” ნაკლებად მძიმე ჩავარდნები აქვს, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური ზრდა ოქროს ხანაზე ნელი იყო, რადგან მოგების მეტი წილი რეალური ინვესტიციებისგან არ გამომდიანრეობდა.

მომგებიანობამ პიკს 1997 წელს მიაღწია და დაიწყო დაცემა. ამან ჩაუყრა საფუძველი 2008-9 წლის დიდ რეცესიას. ეს ჩავარდნა  და დიდი დეპრესია, რომელშიც ჩვენ კვლავ ვიმყოფებით, 1930-იანების დეპრესიის შემდეგ ნახულ ყველა დეპრესიაზე სასტიკი იყო, რადგან ვალების და ფინანსურ აქტივებს უზარმაზარ ზრდას წინა პერიოდში რეალური ღირებულება არ შეუქმნია. სანაცვლოდ მივიღეთ კრედიტებით ნასაზრდოები ბუშტები, ჯერ მაღალ ტექნოლოგიურ აქტივებზე (2000 წლის კრიზისი) და შემდეგ საბინაო სექტორში ( 2007 წლის კრიზისი). არაპროდუქტიული ფინანსური სექტორი კაპიტალისტური მგების 40 %-ს შეადგენდა. საბოლოოდ ბუშტები გასკდა, რამაც საბანკო სექტორი და ეკონომიკა ჩაიყოლა.

კერძო სექტორის ვალის მაღალი დონესთან, სახელმწიფოს მოუწია გამკლავება და ბანკების სუბსიდირება მოახდინა. სანამ ეს ვალბი არაა “ჩამორეცხილი” (deleveraged), მომგებიანობის აღდგენა ვერ მოხდება იმდენად, რომ შესაძლებელი გახდეს ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდის კვლავ დაბრუნება. მეტიც, როგორც ჩანს აუცილებელია უფრო დიდი ჩავარდნა, რათა მოხდეს სისტემის „მკვდარი (ტოქსიკური) კაპიტალისგან“  „გაწმენდა“.  სანამ ეს არ მოხდება დიდი დეპრესია გაგრძელდება.

დიდი დეპრესიის დასრულება შეუძლებელი იქნება მეტი სახელმწიფოს ხარჯვით, რაც გაზრდილი ვალებისგან და/ან გადასახადებისგან უნდა წამოვიდეს, რადგანაც ეს კაპიტალისტური სექტორის მოგებას ამცირებს. სანამ ეს სექტორი დომინანტურია, დაბალი მომგებიანობა ნიშნავს, რომ ახალი ინვესტიციები არ განხორციელდება დაკარგული სამსახურების და შემოსავლების აღსადგენად. ახალი კურსის შეთანხმებამ 30 -იანებში ვერ მოახერხა დიდი დეპრესიის დასრულება,   მიუხედავად იმისა, რომ ის ობამას მიერ  დღევანდელ  გატარებულ ზომებზე ბევრად რადიკლაური იყო. მართალია ის შეხვდა დიდ ოპოზიციას კაპიტალისტების მხრიდან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მან ვერ მოახდინა მომგებიანობის აღდგენა. საბოლოოდ, ეს გააკეთა მეორე მსოფლიო ომმა, რომელმაც სამუშაო ძალა მილიტარუსტულ საფუძვლებზე გააერთიანა.

კაპიტალიზმში, საშინელი ჩავარდნები კვლავ გამოჩნდება და უთანასწორობაც იბატონებს. სიღარიბის დასასრული და კეთილდღეობა უმრავლესობისთვის შესაძლებელია მხოლოდ მოგებაზე დაფუძნებული კერძო წარმოების დემოკრატიულად დაგეგმილი ეკონომიკით ჩანაცვლები, რაც საზოგადოებრივ საჭიროებებს დაეფუძნება.

https://thenextrecession.files.wordpress.com/2012/07/urpe-summer-school-mr.pdf

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s