მსოფლიო სავალუტო ფონდი , კაპიტალიზმი, და ღირებულების კანონი. ენდრიუ კლაიმანი

 

Andrew Kliman

მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, შემდეგია: მსოფლიო ეკონომიკას არ აკონტროლებს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), არც მსოფლიო ბანკი, არც შეერთებული შტატების ხაზინა და არც უოლ-სტრიტი. მსოფლიო ეკონომიკას აკონტროლებს უპიროვნო კანონი,  ღირებულების კანონი. ის უპიროვნოა ისევე, როგორც გრავიტაციის კანონი – ის მუშაობს კონკრეტულ ადამიანთა ნებისა თუ განზრახვისგან დამოუკიდებლად. თქვენი სახლის სახურავი ჩამოინგრევა არა იმიტომ რომ ვინმემ დაგეგმა ასე, არამედ გრავიტაციის კანონის არსებობის გამო.

მსგავსად ამისა, კაპიტალისტები და მათი დაწესებულებები კი არ გეგმავენ კრიზისებს,  არამედ, ღირებულების კანონი არის თავისი არსით წინააღმდეგობრივი, თვით უარმყოფელი, და სწორედ ეს ასაზრდოებს კაპიტალისტური სისტემის კრიზისს.

და აქ შემოდის საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების როლი. ბოლო წლებში, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ითავა ახალი როლი, განსხვავებით იმისგან, რასაც ის თავისი არსებობის პირველი 30 წლის განმავლობაში ასრულებდა, და განსხვავებით იმ როლისგანაც, რომელსაც ის ოთხმოციანებში ასრულებდა, როგორც “მესამე მსოფლიოს” ვალის კრიზისის მომგვარებელი. მისი ახალი როლი არის გლობალური ეკონომიკური კრიზისის მართვა, მცდელობა რომ შეაკეთოს მსოფლიო ეკომონიკა და იხსნას ის კოლაფსისგან. რასაც ის აკეთებს, არსობრივად არის ცდა გადაფაროს და მოაგვაროს ძველი, ჩავარდნილი ვალი ახალი ვალით და ქვეყნები, რომლებიც იღებენ ამ ახალ ვალს, აქციოს ვალის გადამხდელ მანქანებად. ამ პროცესის შესაბამისი, ზრდილობიანი ტერმინი არის “სტრუქტურული ადაპტაცია (structural adjustment)” .

მთავარი მიზანი არის ინვესტორთა ნდობის და რწმენის დაბრუნება, იმ რწმენის რომ ისინი შეძლებენ პროცენტთან ერთად უკან მიიღონ თავისი ფული, მხოლოდ ეს არის ის, რაც კრედიტის დენას შეინარჩუნებს და “უიმედო ვალის”  ახალი ვალით მოგვარებას გახდის შესაძლებელს.

ნდობის აღდეგანა ასეთი მნიშვნელოვანი მიზანი იმიტომ კი არ არ
ის რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცდილობს ინვესტორთა სიხარბის დაკმაყოფილებას, არამედ ნდობის კრიზისის ამოქმედებით ეკონომიკური კრიზისი მთლიანი მსოფლიო ეკონომიკის ჩამოშლის საფრთხეს აჩენს. რწმენა და დაპირებები არის ის, რაც დღიდან დღემდე კაპიტალიზმს ინარჩუნებს, კონკრეტულად კი, დაპირებები რომ დღევანდელი ვალები  გადახდილი იქნება ხვალ, და რწმენა რომ ეს დაპირებები შესრულდება. ეს რა თქმა უნდა ძალზედ სუსტი საყრდენია, რადგან ფინანსური სისტემა არსობრივად მყიფეა და მიდრეკილია ჩამოშლისკენ, როგორც კი ნდობა შეირყევა.

როგორც 1997-99 წლების აზიურმა კრიზისმა გვაჩვენა, ნდობის კრიზისს ძალიან მალე შეუძლია გავრცელება მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ტაილანდიდან შორეულ რუსეთამდე და ბრაზილიამდე. დღეს, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის, ამერიკის და იაპონიის, ვალი რეკორდულ დონეზეა, რისი მდგრადობაც სავარაუდოდ ვერღარ შენარჩუნდება. შესაბამისად, მრავალი ანალიტიკოსი შიშობს, რომ წარსული კრიზისები მომავალთან შედარებით შეიძლება უმნიშვნელოდაც მოგცეჩვენოს.

მიუხედავად იმისა თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ვალის და შესაბამისი ნდობის კრიზისი კვლავ განმეორდება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ღირებულების კანონის მოქმედების კომპონენტებია. კანონისა რომელიც მართავს კაპიტალისტურ სისტემას. ეს კანონი მართავს არა მარტო ეგრედ წოდებულ „კორპორატიულ კაპიტალიზმს“ ან „გლობალიზაციას“, არამედ ასევე სახელმწიფო კაპიტალიზმს, რომელიც არსებობდა რუსეთსა და ჩინეთში. და ეს კანონი მართავს კაპიტალიზმს თავის ნებისმიერ გამოვლინებაში.

რა არის ღირებულების კანონი და როგორ წარმოშობს ის კრიზისს? როგორც მარქსი, “კაპიტალში” გადმოქვცემს , კაპიტალიზმში წარმოებას გააჩნია ორი ასპექტი. ეს არის ერთის მხრივ მატერიალური საქონლისა და სერვისის წარმოება, და მეორეს მხრივ ღირებულების წარმოება. წარმოების მიზანი არის არა უბრალოდ მეტი ნივთის წარმოება, არამედ მეტი ღირებულების წარმოება. მაგრამ ამ ორ მიზანს შორის, ფიზიკური წარმოების გაფართოებასა და ღირებულების წარმოების გაფართოებას შორის  არსებობს განუწყვეტელი დაპირისპირება. როცა პროდუქტიულობა იზრდება, საქონლის ღირებულება მცირდება (ეს არის ღირებულების კანონის ყველაზე მოკლე განმარტება, რისი შემოთავაზებაც შემიძლია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმოების ხარჯები ეცემა და შედეგად ფასებიც ეცემა.

ღირებულების არასაკმარისი “თვით-ზრდა” იწვევს ჩავარდნას ფიზიკურ წარმოებაში, რადგან ფიზიკური წარმოება კაპიტალიზმის პირობებში ყოველთვის მიბმულია ღირებულების წარმოებაზე და იქამდე ინარჩუნებს არსებობას, სანამ იგი არის ღირებულების მწარმოებელი.

დღეს ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი „ახალ ეკონომიკაზე“, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამო გაზრდილი პროდუქტიულობა იქნება წამალი კაპიტალიზმის ყველა პრობლემისთვის – სიღარიბისთვის, უმუშერობისთვის და ა.შ. რაც ამ მიდგომას მხედველობიდან რჩება არის ის რომ კაპიტალისტური წარმოება არ არის უბრალოდ მატერიალური ნივთების მწარმოებელი სისტემა, არამედ ღირებულების მწარმოებელი სისტემაცაა. მაღალი ტექნოლოგიები ბევრ რამეს აიაფებს -ინფორმაციის დამუშავებას, ტელეკომუნიკაციას, ტრანსპორტირებას და ასე შემდეგ. დანახარჯის ამ შემცირებებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ კაპიტალისტები შეძლებენ შეუჩერებლად გაზარდონ თავიანთი მოგება, სანამ გავიაზრებთ ერთ მარტივ რამეს, რომ ერთი ფირმის ხარჯი მეორე ფირმის შემოსავალია. თუ დანახარჯები მცირდება, ასევე მცირდება შემოსავლებიც.

უჩვეულოა რომ ბევრი მარქსისტი ეკონომისტი (მაგალითად ანვარ შეიხი) ფიქრობს, რომ მწარმოებლურობის ზრდა სასიხარულოა კაპიტალისთვის, რადგან ის მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა . მაგრამ იმაზე დაყრდნობით, რაც მე ახლახან ვთქვი, მარტივია იმის დანახვა, რომ წარმადობის ზრდას შეუძლია დაწიოს მომგებიანობა და გამოიწვიოს კრიზისი. წარმოიდგინეთ კაპიტალისტი, რომელიც ინვესტიციას დებს მანქანაში დღეს, და იყენებს მას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, იმისათვის რომ აწარმოოს ორი ახალი მანქანა. ფიზიკურად ზრდა საოცარია, ას პროცენტიანი. მაგრამ რა მოხდება თუ კი პროდუქტიულობის ზრდის გამო, ორი ახალი მანქანა ახლა ღირს მხოლოდ იმდენი რამდენიც თავდაპირველი ერთი ღირდა? სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის შემოსავალი არ იქნება იმ ღირებულებაზე მეტი რომელიც დღეს ჩადო ფირმამ ინვესტიციის სახით. მოგება იქნება ნულის ტოლი. ღირებულება არ გაფართოებულა. და თუ ღარიბმა კაპიტალისტმა ისესხა თანხა თავდაპირველი მანქანისთვის, მას აღარ შეუძლია პროცენტის გადახდა. იწყება ვალის და ნდობის კრიზისი.

რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაცილებით კომპლექსურია, მაგრამ ვფიქრობ ეს მაგალითი მეტ-ნაკლებ ნათელს ჰფენს კრიზისს, რომელმაც გაანადგურა გლობალური ეკონომიკა. მაგალითად, უკანასკნელმა აზიურმა კრიზისმა მიიღო ვალის კრიზისის და მოთხოვნის ნაკლებობის ფორმა. ძალიან პოპულარული გახდა იმის თქმა, რომ კრიზისი ვალის ზედმეტმა გაფართოებამ გამოიწვია, თუმცა ეს განცხადება არაფერს ხსნის. ის რომ კაპიტალის უეცარი გამოდინება მოხდა, რეტროსპექტივაში ზუსტად იმას ნიშნავს, რომ წინმსწრები შედინება გადაჭარბებული იყო. რატომ არ ძალუძთ ეკონომიკებს შთანთქან კრედიტები  და იარონ  გამართულად მათ შექმნასთან ერთად?

რასაც ჩემი მარტივი მაგალითი გვთავაზობს – ეს ხდება ღირებულების კანონის გამო, ანუ მზარდი პროდუქტიულობისა და კლებადი ღირებულების გამო, საკმარისი ახალი ღრებულების წარმოება ვერ მოხერხდა. როდესაც ღირებულების ზრდის მოცულობა საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში არასაკმარისია,  ვალის კრიზისი უკვე პროცესშია. საჭიროა ახალი ვალი, არა ახალი აქტივების შესაძენად ან წარმოების გასაფართოებლად, არამედ უბრალოდ წინა ვალის პროცენტის დასაფარად. მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი პროცენტია გადასახდელი, ასე რომ ვალის დამძიმება დაჩქარდება, ფინანსური სტრუქტურა კრიზისისკენ მიემართება და როდესაც “შოკი” ახლოვდება, ჩვენ ვხედავთ  ანგარიშსწორების გადაწევის, ანუ “უიმედო ვალების” ახალი ვალით გადაწერის მცდელობებს. ასევე სხვა სახის გამოვლინებებს, როგორიცაა კერძო და სახელმწიფო ვალების მასიური ზრდა ამერიკაში და იაპონიაში. ეს არამდგრადობა ფაქტიურად ყველა განვითარებულ ქვეყანაში გვხვდება.

გაცილებით ბევრი რამის თქმა შეიძლბა ეკონომიკური ანალიზის გზით, მაგრამ ვიმედოვნებ საკითხის არსი ნათელია: კაპიტალიზმში კრიზისები აუცილებლობაა და ის განმეორების გზით გვეძლევა, რადგან სისტემა დაფუძნებულია გადაუჭრელ წინააღმდეგობაზე ფიზიკური წარმოების გაფართოებასა და ღრებულების გაფართოებას შორის. როგორც მარქსმა აღნიშნა, “კაპიტალისტური წარმოების ნამდვილი ზღუდე თვით კაპიტალია”. ეს იმას ნიშნავს, რომ: კაპიტალი და მისი ღირებულების თვით-ზრდა გვევლინება წარმოების  ამოსავალ და საბოლოო პუნქტად … და არა პირიქით. წარმოების საშუალებანი არ წარმოადგენს  მწარმოებელთა საზოგადოების სასიცოცხლო პროცესის განუწყვეტელი გაფართოების უბრალო სააშუალებას”.  ეს დასკვნა, რომელიც მე ვფიქრობ სწორია, მიანიშნებს იმაზე, რომ, რაც ჩვენ გვჭირდება არის ბრძოლა არა უბრალოდ კაპიტალის ამა თუ იმ გამოვლინების მიმართ, როგორიცაა მაგალითად გლობალიზაცია ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ჩვენ გვჭირდება ბრძოლა და გაუქმება თავად კაპიტალის, თავად ღირებულების წარმეობის. ჩვენ გვჭირდება ახალი ურთიერთბები, ადამიანური ურთიერთბები, ცხოვრების და შრომის ახალი გზები, დაფუძნებული ახალ მოტივებზე და მიზნებზე, არა ღირებულების ზრდაზე, არამედ თითოეულის ზრდაზე, ინდივიდუალურ განვითარებაზე, როგორც საბოლოო მიზანზე.

ეს რა თქმა უნდა რთული ამოცანაა, მაგრამ ვფიქრობ საჭირა რომ ეს იყოს ჩვენი პერსპექტივის ნაწილი. ჩვენ აუცილებლად უნდა მივისწრაფოდეთ გამარჯვებისკენ. სამოციანი წლების მოძრაობების მარცხს ახალი საზოგადოების შექმნაში, სტალინიზმის დამთრგუნველ ისტორიას და სოციალ დემოკრატიას, შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს. თუ ჩვენ ვერ ამოვიცნობთ სწორ მტერს, და გვეგონება კაპიტალის რომელიმე გამოვლინება თავად კაპიტალი, მაშინ რეალური მტერი დაბრუნდება კიდევ უფრო ძლიერი, რათა უკან დაიბრუნოს გამარჯვება და ყველაფერი თავიდან გაიმეოროს.

 

თარმგანი და რედაქტირება: შოთო აზიკური ; თორნიკე ჩივაძე

წყარო –  http://akliman.squarespace.com/writings/

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s