“შესავალი კრიზისის თეორიის ისტორიაში” ანვარ შეიხი

 

12189537_992482000810262_1264421110834785937_n

 

დღევანდელი ეკონომიკური სისტემის ძირითადი განმასხვავებელი ასპექტი ყველა წინა ეკონომიკურ ფორმაციასთან ისაა, რომ ის უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება ბუნებრივი მოვლენებისგან, სამაგიეროდ კი უფრო და უფრო დამოკიდებული საზოგადოებრივ ფაქტორებზე – წარმოების და განაწილების საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ- ფინანსურ ინსტიტუტებზე და ა.შ. თუ წინ ეკონომიკური კრიზისი ძირითადად ბუნებრივი პირობებით იყო გამოწვეული დღეს ის მთლიანადაა დამოკიდებული ეკონომიკის საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე.

კრიზისის ანალიზი უმნიშვნელოვანესია როგორც, არსებული ეკონომიური წესის ანალიზისთვის ისე მისი ლიმიტების გასაგებად. კონკრეტულად კი კრიზისის თეორია ავლენს იმ პირობებს და სვამს კითხვას თუ რატომ ხდება შეუძლებელი (ანდაც შეფერხებადი) ეკონომიკური კვლავწარმოება და გაფართოებული კვავწარმოება (ეკონომიკური ზრდა).

ანვარ შეიხი ნაშრომში განიხილავს და განასხვავებს კრიზისის თეორიების სამ ძირითად მიმართულებას, რომლებიც კაპიტალისტური ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესს სამ განსხვავებულ კონცეფციაზე აფუძნებენ და შესაბამისად აყალიბებენ კრიზისის განსხვავებულ თეორიებს.
პირველი შეხედულების მიხედვით კაპიტალიზმს ძალუძს ავტომატური კვლავწარმოება. ეს შეიძლება იყოს გაწონასწორებული და ეფექტური (ნეოკლასიკური თეორია) ანდაც მერყევი და მფლანგველური (კეინზი) მაგრამ ის თავისთავად თვით-წონასწორობისკენ მიემართება (self-equilibrating ). თეორიის მიხედვით არ არსებობს კაპიტალისტური წარმოების წესის ლიმიტები და ის არაა ისტორიულად გარდამავალი ფორმა : ის მუდმივად შეძლებს არსებობას იმ შემთხვევაში თუ თავის ნებაზე იქნება მიშვებული (ნეოკლასიკური თეორია) ან  სწორად მართული (კეინზი) .

მეორე შეხედულება საპირისპიროა – კაპიტალიზმი თავისთავად უუნაროა საკუთარი თავის კვლავწარმოების (თვითზრდის). ის უნდა გაიზარდოს რომ გადარჩეს, თუმცა ის აუცილებლად საჭიროებს მოთხოვნის გარე წყაროებს (მაგალითად არაკაპიტალისტური სამყაროდან) რათა მოახერხოს ზრდა. ანუ სისტემის კვლავწარმოება რეგულირებულია სისტემის გარე ფაქტორებით – სისტემის ლიმიტი მის გარეთაა. ამ შეხედულებიდან გამომდინარეობს “არასაკმარისი მოხმარების” (under-consumption) სკოლების თეორიული ხაზი (მარქსიტულის ჩათვლით) .
მესამე პოზიციის მიხედვით მიუხედავად იმისა რომ კაპიტალიზმს ძალუძს კვლავწარმოება, დაგროვების პროცესი აღმავებს მის შინაგან წინააღმდეგობებს, რომელსაც ის თავად ეფუძნება, იქამდე სანამ ის კრიზისად არ გადაიქცევა. ეს ხაზი ალბათ ექსკლუზიურად მარქსისტულია და მოიცავს როგორც “მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის” ისე “მოგების შეკუმშვის” თეორიებს…
სწორედ ამ ჩაროდან გამოდის კრიზისის თეორიის სხვადასხვა სკოლები, რომელსაც ავტორი დეტალურად განიხილავს.

გადმოწერეთ

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s