კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისის მარქსისტული თეორია – მაიკლ რობერტსი.

robnerts2

წინა მაისს, ბერლინში კონფერენციაზე, “Marx ist Muss conference in Berlin”, დებატები მქონდა მიხეილ ჰაინრიხთან. დებატების შინაარსი შემდეგია – ჰქონდა თუარა მარქსს ჩამოყალიბებული კაპიტალიზმის კრიზისის თანმიმდევრული თეორია, რომლის ემპირიული გადამოწმებაც შესაძლებელია. ჰაინრიხის აზრით[1], მარქს არ ჰქონდა თანმიმდევრული კრიზისის თეორია, ყოველ შემთხვევაში, მისი გადამოწმება შეუძლებელია, რამდენადაც ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ოფიციალური კაპიტალისტური სტატისტიკა. შემოგთავაზებთ ჩემი საუბრის მოკლე შინაარს.

რაში გვჭირდება კრიზისის თეორია?

ის ვინც აქტიურია კაპიტალის და შრომის საერთაშორისო დაპირისპირებაში შეიძლება იკითხოს, თუ რატომ უკირკიტებენ ჩემნაირი ადამიანები მარქსის და სხვების იდეებს, და ცდილობენ ახსნან თუ რატომ ხდება კაპიტალიზმში რეგულარული და განმეორებადი ფინანსური კატაკლიზმები. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ეს ასეა, დაე დავიწყოთ ბრძოლა კაპიტალიზმის დასასრულისთვის და გვერდით გადავდოთ თეორიული წვრლმანები.

კითხვაზე თუ რა საჭიროა თეორია, არსებობს კარგი პასუხი – მას, უბრალოდ უკეთეს პრაქტიკამდე მივყავართ. დიახ, ჩვენ ვიცით რომ კაპიტალიზმს ახასიათებს და ხშირად ეფლობა ეკონომიკური კრიზისში. ამას ადამიანების ცხოვრებაში უდიდესი ზარალი მოაქვს და აყოვნებს კაცობრიობის საზოგადოებრივ ორგანიზაციის მისწრაფებას ისეთი სამყაროსკენ, რომელშიც აღარ იქნება მძიმე შრომა, და დეფიციტს ულევი რესურსების მიწოდება შეცვლის. კრიზისი მიგვითითებს კაპიტალისტური წარმოების წესის წინააღმდეგობრივ და მფლანგველური ბუნებაზე.

კაპიტალიზმამდე, კრიზისები დეფიციტის და ბუნებრივი კატასტროფების შედეგი იყო. დღეს კი კრიზისები ფულზე და მოგებაზე დაფუძნებული ეკონომიკის შედეგია; ისინი ადამიანის ქმნილებები არიან , მაგრამ თავს ისე გვაჩვენებენ თითქოს ადამიანების კონტროლს მიღმა იყვნენ ; ფეტიშიზმი. ყველაზე მეტად კი, კრიზისები გვაჩვენებს რომ კაპიტალიზმი მარცხისთვის განწირული სისტემაა, მიუხედავად შრომის პროდუქტიულობის უდიდესი ზრდისა, რაც ამ წარმოების წესმა ბოლო 200 წლის განმავლობაში მოიტანა. ის უნდა ჩანაცვლდეს, თუ კაცობრიობას სურს პროგრესი და მეტიც, ფიზიკურად გადარჩენა, როგორც სახეობას. ასე, რომ ეს საკითხი მნიშვნელონია.

ჰქონდა თუარა მარქსს გამართული კრიზისის თეორია?

ეს საკითხი მარქსისტებს შორის ძიერი დებატების საგანია. არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაცია.  არსებობს სამი ძირითადი თეორია : 1- კაპიტალისტური წარმოების კრიზისები წარმოიქმნება, “ნაკლმოხმარებისგან (underconsumption)”; მშრომელების მიერ ხარჯვის ნაკლებობისგან, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი რომ ხარჯონ; 2- ის წარმოიქმნება, “დისპროპორციიდან” –  კაპიტალისტური წარმოების ანარქიულობისგან რაც, ნიშნავს, რომ წარმოება გარკვეულ სექტორებში შეიძლება გადაცდეს ზღვარს  და წარმოებამ შესაძლოა დაძლიოს მოხმარება.3- ის გამოწვეულია მომგებიანობის ნაკლებობით ისეთ ეკონომიკურ სისტემაში, რომელიც დამოკიდებულია კერძო მესაკუთრეების მიერ გაკეთებულ მოგებაზე, რაც  თავის მხრივ, საჭიროა  ინვესტიციებისთვის და წარმოების პროცესისათვის. ჩემი აზრით ბოლო არგუმენტია სწორედ ის, რომელიც ახდენს მარქსის თეორიის საუკეთესო ინტერპრეტაციას და ასევე ლოგიკურია და  შეესაბამება მიმდინარე მოვლენებს.

ზოგიერთი ამტკიცებს რომ მარქსს არ ჰქონია ეკონომიკური კრიზისის გამართული თეორია, და ეს განსაკუთრებით მარქსის მომგებიანობის კანონს ეხება. არგუმენტის მიხედვით მარქსის ნაშრომების the Grundrisse -ს და ზედმეტი ღირებულების თეორიების კითხვა გვაჩვენებს, რომ მარქისის მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კანონი წინააღმდეგობრივი და არალოგიკურია.

მაგალითად, კანონი აცხადებს, რომ წარმოების საშუალებების ღირებულება (მანქანა დანადგარები, ოფისი და სხვა აღჭურვილობა) სამუშაო ძალასთან ( სამუშაო ძალის დასაქმების ხარჯები)  შეფარდებით დროის განმავლობაში, გაიზრდება – ამას მარქსი კაპიტალის ორგანული შემადგენლობის ზრდას უწოდებს. რადგან, ღირებულებას  (და მოგებას) მხოლოდ შრომის ძალა აწარმოებს, ზემო თქმულიდან გამომდინარეობს რომ, სამუშაო ძალის მიერ ნაწარმოები ღირებულება დროის განმავლობაში,  სამუშაო ძალაში და წარმოების საშუალებებში ინვესტირებულ ხარჯებთან შეფარდებით, დაეცემა. მოგების ნორმას გააჩნია დაცემის მიდრეკილება .

მაგრამ საპასუხოდ, ზოგიერთი მარქსისტი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ზემოთქმული გამომდინარეობს დაშვებიდან, რომ ზედმეტი ღირებულების ნორმა (სამუშაო ძალის დასაქმების ხარჯებთან შეფარდებული მოგება)  სტატიკურია, ან უფრო ნელა იზრდება ვიდრე კაპიტალის ორგანული შემადგენლობა. და არ არსეობობს ლოგიკური მიზეზი რატომ უნდა მივიღოთ ეს დაშვება – მართლაც, თავად ორგანული შემადგენლობის ზრდა მოიცავს ზედმეტი ღირებულების (პროდუქტიულობის ზრდა) ნორმის ზრდას, ამიტომ კანონი ბუნდოვანია (განჭვრეტას არ ექვემდებარება). ჩვენ არ ვიცით ეს გამოიწვევს მოგების ნორმის ზრდას თუ შემცირებას.

ეს მარქსის მიერ საკითხის  ჩამოყალიბების გაუგებრობაა. კანონი, “როგორც ასეთი” ამბობს, რომ კაპიტალის მზარდი ორგანული შემადგენლობა გაიზრდება, და დაშვებით რომ ზედმეტი ღირებულების ნორმა მუდმივია, მოგების ნორმა დაეცემა. თუმცა ეს მხოლოდ ტენდენციაა, რადგანაც არსებობენ  “წინააღმდეგმოქმედი მიზეზები”, ზედმეტი ღირებულების ნორმის ზრდის, წარმოების საშუალებების გაიაფების, ხელფასების სამუშაო ძალის ღირებულებაზე ქვემოთ დაპრესვის, საგარეო ვაჭრობის და ფიქტიური კაპიტალის ფინანსური სპეკულაციებით მიღებული მოგების, ჩათვლით. მაგრამ ესენი “წინააღმდეგმოქმედი მიზეზები”(counter-tendencies), და არა “კანონის როგორც ასეთის” შემადგენლები და ამიტომაც ისინი ვერ დაძლევენ კანონს (ტენდენციას) დროით პერსპექტივაში.

როგორც მარქსმა თქვა : “ ისინი ვერ აუქმებენ ზოგად კანონს. მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რომ ეს კანონი უფრო ტენდენციის სახით მოქმედებს, ე.ი. მოქმედებს როგორც კანონი, რომლის აბსოლუტურ განხორციელებას აფერხებენ, აყოვნებენ, ასუსტებენ წინააღმდეგმოქმედი გარემოებანი…  ისინი არ აუქმებენ კანონს, არამედ ასუსტებენ მის მოქმედებას. ამრიგად, კანონი მოქმედებს მხოლოდ როგორც ტენდენცია, რომლის გავლენა მხოლოდ განსაზღვრულ გარემოებებში და ხანგძლივი პერიოდების განმავლობაში მჟღავნდება მკაფიოდ.

მარქსი ამტკიცებს რომ კანონი ემყარება ორ რეალისტურ დაშვებას 1) ის, რომ  ღირებულების კანონი მოქმედებს, სახელდობრ კი ღირებულება (და ზედმეტი ღირებულება) იქმნება მხოლოდ ცოცხალი შრომის მიერ და 2) კაპიტალისტური დაგროვება იწვევს კაპიტალის ორგანული შემადგენლობის ზრდას. ეს დაშვებები ( ანდაც წინამძღვრები ‘priors’  როგორც თანამდროვე სტატისტიკის ენას ჩვევია) არა მხოლოდ რეალისტურია,  არამედ თავის თავადაც ცხადია.

პირველი, ღირებულების კანონი. “სახმარი ღირებულებების”  წარმოება ( საგნები და ჩვენთვის საჭირო სერვსები) აუცილებელია ღირებულების შესაქმნელად.  ბავშვსაც შეუძლია დაინახოს რომ არაფერი იქმნება ცოცხალი შრომის ამოქმედებამდე. “ყველა ბავშვმა იცის რომ ქვეყანა რომელიც შეწყვეტს შრომას, არათუ  წელიწადში, არამედ რამდენიმე კვირაში შეწყვეტს არსებობას.” მარქსი კუგელმანს 1868. 11 ივლ.

ასევე თავისთავად ცხადია კაპიტალის ორგანული შემადგენლობის ზრდაც.  დაწყებული ხელსაწყოებით, ქარხნებით, მანქანა დანადგარებით და კოსმიური სადგურებით სახეზე გვაქვს შრომის პროდუქტიულობის უზარმაზარი ზრდა, როგორც კაპიტალიზმში მიღწეული შრომის მექანიზაციის შედეგი. მართალია ეს ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ცოცხალი შრომისთვის, მაგრამ ეს აშკარად შრომის შემამცირებელი პროცესია.მაშინ როცა, ყოველი ახალი ერთეული წარმოების საშუალება შესაძლოა შეიცავდეს ნაკლებ ღირებულებას (ამ ტექნოლოგიის საწარმოებლად საჭირო მცირე ფასის გამო), ვიდრე უფრო ძველი საწარმოო საშუალების ერთეული, ჩვეულებრივ ძველი ჩანაცვლებულია ახალი და განსხვავებული წარმოების საშუალებით, ანდაც წარმოების საშუალებების ახალი სისტემით, რომელიც შედგება უფრო მეტი საერთო ღირებულებით ვიდრე მის მიერ ჩანაცვლებული წარმოების საშუალების ღირებულებაა.

როგორც მარქსი “Grundrisse” -ში აღნიშნავს : “ რაც იაფდება ეს არის ცალკეული მანქანები და მისი შემადგენელი ნაწილები, მაგრამ სამანქანო სისტემაც ვითარდება; იარაღები მარტივად კიარ ნაცვლდება ცალკეული მანქანით, არამედ მთლიანი სისტემით… მიუხედავად ცალკეული ელემენტების გაიაფებისა, საერთო აგრეგირებული ფასი ძალზედ იზრდება” როგორც მარქსი აცხადებს: “ შესაძლებელი იყო ისტორიის დაწერა 1830 წლისთვის გაკეთებეულ სხვადასხვა გამოგონებებზე, რომელთა ერთადერთი მიზანი კაპიტალისთვის მშრომელთა კლასის ამბოხის საწინააღმდეგოდ, იარაღის მიწოდება იყო” (Marx, 1967a, p. 436).

უფრო მაღალი მწარმოებლურობა არაა კაპიტალისტური ინვესტიციის მიზანი; მიზანი მეტი მოგებაა. და მის მისაღებად, კაპიტალს ესაჭიროება მეტი მწარმოებლურობა და შრომის-შემამცირებელი  ახალი წარმოების საშუალებები. იყო თუარა მარქსი მართალი, რომ კაპიტალისტის ინვესტიციებს დროის განმავლობაში კაპიტალის ორგანული შემადგენლობის ზრდისკენ მივყავართ ? რათქმაუნდა მართალი იყო. შეხედეთ ცხრილს.

წარწერა 1 ცრილზე:  ერთეული სახმარი ღირებულების  დასამზადებლად საჭირო სამუშაო დრო (2006 წლის ერთი ფუნტი, წუთებში), ფიქსირებული კაპიტალის რაოდენობა შრომის ერთ საათზე (ფუნტი 2006 წლის ფასებით) და მოგების ნორმა – დიდი ბრიტანეთი 1855-2009

maito

ის გვაჩვენებს წარმოების საშუალებების ღირებულების მუდმივ ზრდას, შრომის ღირებულებასთან შეფარდებით (სამუშაო დროში დათვლილი) გარეთიანებულ სამეფოს მაგალითზე, 1947 წლიდან. ის ასევე აჩვენებს მწარმოებლურობის ზრდას (ერთეული საქონლის დასამზადებლად  თუ მომსახურეობისთვის საჭირო სამუშაო დროს – LT). ეს არის ესტებან მაიტოს გამოთვლები. მოცემულია, მზარდი კაპიტალის ორგანული შემადგენლობა (VKxH) , შრომის მწარმოებლურობის მზარდი მაჩვენებელი (სამუშაო დროის შემცირება LT) და მოგების ნორმის შემცირება დროის განმავლობაში (ROP). ეს არის მარქსის კანონი “როგორც ასეთი”.

არსებობს წინააღმდეგმოქმედი მიზეზები , მაგრამ მათ არ შეუძლიათ ტენდენციის გადალახვა, გრძელვადიან პერსპექტივაში. რატომ? პირველ რიგში, იმიტომ რომ არსებობს ზედმეტი ღირებულების ნორმის ლიმიტი (24 საათი) და არ არსებობს კაპიტალის ორგანული შემადგენლობის ექსპანსიის საზღვრები. მეორე, არსებობს ზედმეტი ღირებულების ზრდის საზოგადოებრივად დაწესებული ზღვარი .კ ონკრეტულად იგულისხმება ის, რომ შრომა (მუშების ბრძოლა) და საზოგადოება (საზოგადოებრივი წესჩვეულებები და კანონები) აწესებს მინიმალურ “საზოგადოებრივ” ცხოვრების სტანდარტს, სამუშაო დროს და ა.შ. ეს კი კლასობრივი ბრძოლის არსია კაპიტალიზმში.

გადადო თუარა გვერძე მარქსმა საკუთარი მომგებიანობის კანონი, როგორც კრიზისის თეორია?

გვიან 1868 წელს დათარიღებულ წერილში, როდესაც კანონი უკვე 10 წლის შემუშავებული იყო მარქსი ენგელსს წერს, რომ კანონი “იყო ტრიუმფალური აღმასვლა ყველა ძველ ეკონომიკურ თეორიასთან შედარებით”. ამის მიუხედავად ბევრი მარქსისტი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ მარქსმა არ ჩათვალა კანონი მნიშვნელოვნად , რადნგან გვიანი სამოციანებიდან ის აღარ განუვრცია და გადაერთო კრიზისებში კრედიტის როლის დამუშავებაზე (როგორც ამას კეინსი და თანამედროვე ჰეტეროდოქსი ეკონომისტები აკეთებენ). უფრო მეტიც მათი თქმით, ენგელსმა, მარქსის ხელნაწერების რედაქტირებისას (კაპიტალის 2 და 3 ტომი) განავრცო და დაამახინჯა კიდეც მარქსის შეხედულება ამ საკითხზე.

1978 წელს, ჯეროლდ სეიგელმა დაამუშავა მარქსის ხელნაწრები. დიახ, ენგელსმა შეიტანა მნიშვნელოვანი სარედაქტორო ცვლილებები მარქსის ნამუშევარში კანონთან დაკავშირებით, კაპიტალის 3 ტომში. მან ის დაყო სამ თავად : “კანონი როგორც ასეთი”; “წინააღმდეგმოქმედი მიზეზები” და “კანონის შინაგან წინააღმდეგობათა გაშლა” (ტენდენციის და წინააღმდეგმოქმედი მიზეზების კომბინაცია). ენგელსმა ზოგიერთი ნაწილი გადაიტანა 13 თავში “კანონი, როგორც ასეთი”, როდესაც მარქსის ხელნაწერში ისინი 14 თავში “წინააღმდეგმოქმედი მიზეზების” ახსნის  შემდეგ მოდიოდნენ. თუმცა ამით ენგელსს არ მოუხდენია კანონის მნიშვნელობის გადაჭარბება – პირიქით, ენგელსი რეალურად აჩვენებს, რომ “წინააღმდეგმოქმედი მიზეზები” ისეთივე თანაბარია, როგორც “კანონი როგორც ასეთი”, როდესაც თავდაპირველი ვერსიის, თანმიმდევრობით კანონზე ხელმეორედაა აქცენტი გამახვილებული “წინააღმდეგმოქმედი მიზეზების” განხილვის შემდეგ. როგორც სეიგელი ამბობს : “ ენგელსმა მარქსის რწმენა მოგების კანონის რეალური მუშაობის შესახებ იმაზე მეტად შეამცირა, ვიდრე ეს მარქსის ხელნაწერებში იკითხება”(Seigel, Marx’s Fate: The Shape of a Life, Princeton, Princeton University Press, 1978, გვ339 and ჩანაწერი 26).

ფრედ მოსლიმ და რეჯინა როტმა სულ ახლახანს წარადგნიეს  ბენ ფოუკის მიერ ნათარგმნი კაპიტალის მესამე ტომი ოთხი ჩანაწერის ახალი ინგლისური ვარიანტი, რომელშიც მარქსის მომგებიანობის კანონია განვითარებული და ნაჩვენებია ენგელსის მიერ მარქსის ხელნაწერების რედაქტირების პროცესი . (მოსლის შესავალი მარქსის ხელნაწერების შესახებ). მოსლი ასკვნის რომ “ბრალდებულმა” ენგელსმა საკმაოდ სოლიდური სამუშაო შეასრულა მარქსის ხელნაწერების განმარტებაში და რეალური დამახინჯება არ მოუხდენია. “ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ენგელსის ჩასწორებები გაკეთბული იყო მარქსის სავარაუდო სურვილების საფუძველზე, რათა მისი სათქმელი ყოფილიყო უფრო ნათელი და შესაბამისად, უფრო გამოსადეგი თანამედროვე პოლიტიკურ სოციალური დებატებისთვის, მაგალითად შეგვილია მოვიყვანოთ მესამე თავი, მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის შესახებ. ”

1870 წლიდან ენგელსი მანჩესტერიდან ლონონში გადავიდა. ასე რომ მისი და მარქსის შეხვედრა რუტინული და ყოველდღიური იყო. მარქსის სახლი 10 წუთის სავალზე იყო და რათქმაუნდა ისინიც დიდ დროს ატარებდნენ საუბარში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქვე იყო the Mother Redcap -ი  the Grafton Arms-ი ცნობილი ტავერნა და პაბი. გვიან 1875 წელს, მარქსი თამაშობდა ზედმეტი ღირებულების და მოგების ნორმის გამოთვლებით. თუკი მარქსი გვერძე გადადება კანონს, როგორც კაპიტალიზმის წინააღმდეგობრიობის ასახსნელად საჭირო  მის ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებას, ნუთ ამას ენგელსს არ შეატყობინებდა ?

წერილის მეორე ნაწილში, მე შემოგთავაზებთ მარქსის მომგებიანობის კანონზე დაფუძნებულ კრიზისის თეორიის  ემპირიულ დასაბუთებას.

 

[1]  რომელიც საუკეთესოდ აქ არის ჩამოყალიბებული – http://monthlyreview.org/2013/04/01/crisis-theory-the-law-of-the-tendency-of-the-profit-rate-to-fall-and-marxs-studies-in-the-1870s/

 

მეორე ნაწილი

ამ წერილის პირველ ნაწილში მე ვანახე, რომ მარქსს გააჩნდა კრიზისის თანმიმდევრული თეორია და ის დაფუძნებულია მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კაონზე და ეს კანონი რეალისტური და გამართულია. მე ასევე ვამტკიცებდი, რომ მარქსი არ დაშორებია საკუთარ კანონს მის გვიანდელ ნაშრომებში, როგორც ამას ზოგიერთი აცხადებს და ის კვლავ რჩება საუკეთესო და ყველაზე მტკიცე თეორიად კაპიტალისტური ეკონომიკური კრიზისების რეგულარური და განმეორებითი ხასიათის შესახებ. მეორე ნაწილში, მე ვეცდები ემპირიული სიცხადე შემოვიტანო და დავეყდნობი თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკებს მონაცემებს. გამოდის რომ ეს არის მცირე ეკონომიკური ესე მარქსისტული ეკონომიკური კრიზისის თეორიის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ ბევრ საკითხს განზე ტოვებს.

მოდის თუარა ფაქტები მარქსის კანონთან თანხვედრაში ?

ზოგიიერთი მარქის მოგმგებიანობის თეორიის მარქსისტი კრიტიკოსი ამკტიცებს, რომ კანონი არ შეიძლება გადამოწმებულ იქნას ან უარყოფილ იქნას ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რადგანაც მას არ შეუძლია მარქსის კანონის მოქმედების აღწერა. თუმცა არსებობს, მარქსისტი ეკონომისტების უამრავი ნაშრომი, რომელიც საპირისპიროს აჩვენებს.  იმისთვის, რომ შევამოწმოთ მარქსის კანონის ვალიდურობა თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკებისთვის, საჭიროა რამდენიმე საკვანძო საკითხი გამოვყოთ: 1) როდესაც კაპიტალის ორგანული შემადგენლობა იზრდება, დროთა განმავლობაში მოგების ნორმა ეცემა; 2) მოგების ნორმა იზრდება, როცა ორგანული შემადგენლობა ეცემა ან , როცა ზედმეტი ღირებულების ნორმა იზრდება უფრო სწრაფად ვიდრე კაპიტალის ორგანული შემადგენლობა; 3) მოგების ნორმა იზრდება, თუ სახეზეა კაპიტალის ორგანული შემადგენლობის მკვეთრი დაცემა, როგორც ეს ეკონომომიკური ჩავარდნისას ხდება (slump). ეს იქნება ემპირიული გადამოწმება და არსებობს უამრავი ემპირიული თვალსაჩინოება ამერიკული და მსოფლიო ეკონომიკის მაგალითზე, რითიც ამ კითხვებზე პასუხი დადებითია.

მაგალითად, ბასუმ და მანოლაკოსმა  1948-2007 წლების ამერიკის ეკონომიკას   მოარგეს ეკონომეტრიკული ანალიზი და დაინახეს, რომ არსებობს მოგების ნორმის დაცემის სეკულარული ტენდენცია საშუალოდ 0.3 % ით წელიწადში, “წინააღმდეგმოქმედი მიზეზების” კონტროლირების შედეგად” . ჩემს შრომაში ამერიკის მოგების ნორმის შესახებ, მეც აღმოვაჩინე წელიწადში  0.4% იანი დაცემის საშუალო მაჩვენებელი, 2008 წლამდე. მოვიყვან გ. სარჩედის ცხრილს, რომელშიც გადმოცემულია კაპიტალის ორგანული შემადგენლობის (OCC) ზრდათან შეფარდებული საშუალო მოგების ნორმა(ARP),  ამერიკის ინდუსტრიულ სექტორში 1947 წლიდან . ეს მონაცემებიც იგივეს გვაჩვენებს.

US ARP and OCC (i.e. C/V) arp

სახეზეა ძლიერი ინვერსიული კორელაცია კაპიტალის ორგანული შემადგენლობის ზრდასა მოგების ნორმის დაცემას შორის.

 

შეუძლია თუარა მარქსის კანონს კრიზისის ახსნა ?

როგორ მუშაობს მარქსის მომგებიანობის კანონი, როგორც კრიზისის ახსნის და ეკონომიკური ჩავარდნის განსჭვრეტის მექანიზმი? კანონს მივყავართ ნათელი კაუზატიური მიმართულებით რეგულარული და განმეორებადი კრიზისებისკენ (ჩავარდნები slumps).  ის შემდეგნაირად მოძრაობს, მომგებიანობის დაცემიდან მოგების დაცემამდე და ინვესტიციების დაცემიდან დასაქმების და შემოსავლების დაცემამდე. ბოლო წერტილი მიიღწევა მაშინ, როცა საკმარისი კაპიტალ ღირებულებები განადგურდება (ტექნოლოგიების ჩამოწერა, კომპანიების გაბანკროტება, სახელფასო ხარჯების შემცირება) რათა მოხდეს მოგების და მომგებიანობის აწევა. შემდეგ, აწეულ მომგებიანობას კვლავ,  მზარდი ინვესტიციები მოჰყვება. ახალი ბუმი ბრუნდება და თამაში თავიდან იწყება. მოცემული გვაქვს მოგების ციკლი მოგების ნორმის დაცემის გრძელვადიან ტენდენციასთან ერთად.

profit-cycle

მოგებასა და ინვესტიციებს შორის ამ კაუზატიურობის მოწმობა ხელმისაწვდომია. ხოსე ტაპია გრანდოსმა,  რეგრესიული ანალიზის გამოყენებით, ამერიკის ეკონომიკის 1947 წლიდან მოყოლებული 251 კვარტლის შესწავლის საფუძველზე,  დაადგინა რომ, მოგება იწყებდა დაცემას ინვესტიციებზე ბევრად ადრე და რომ დაბეგვრის წინა მოგებას (pre-tax profits) შეუძლია ახსნას მთლიანი ინვესტიციების მიმართულების 44%-ი, როცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ინვესტიციებს შეუძლიათ ახსნან რაიმე სახის მიმართულება მოგებაში. მე აღმოვაჩინე უფრო მაღალი 60 % იანი “გრეიჯერის განპირობებულობის (Granger Causality) არსებობა, მოგების და ინვესტიციების ყოველწლიურ ცვლილებებშიი და 2000 წლის შემდგომი პერიოდისთვის 0.67-იანი კორელაცია. ასევე იხილეთ სარჩედის პრეზენტაცია.

დიდი რეცესიის  2008-9 წინმსწრები პერიოდის ვიზუალური პრეზენტაციისთვის , ჩვენ ქვემოთ შეგვიძლია  ვიხილოთ განპირობებულობა ამერიკის მოგების, ინვესტიციების და რეალური მშპს შორის, გრაფიკზე. ამერიკული კორპორაციების მოგების მასა პიკს 2006 წლის შუისთვის აღწევს, ინვესტიციები და მშპ ორი წლით უკან მიყვება.

profits-lead

ცხრილზე ნაჩვენებია ორი ძირითადი კანონზომიერება (regularitie) : ის რომ მოგებაში ცვლილებების ტენდენციას, მომავალ წელს მიჰყვება ცვლილებები ინვესტიციებში იმავე მიმართულებით; და რომ, ცვლილებას  ინვესტიციაში, ჩვეულებრივ რამდენიმე წელში, მოჰყვება ცვლილებები მოგებაში საპირისპირო მიმართულებით. ანუ ჩვენ გვაქვს ციკლი. ამ შედეგებიდან, ბიზნეს ციკლის “რეგულარობა”, და ფაქტიდან რომ მომგებიანობამ სტაგნაცია 2013 წელს განიცადა, 2014 წელს შემცირდა (ახლა კი მოგების მასა 2015 წელს)  2008 და 2012 წელს გაზრდის შემდეგ, შევიძლია მეტწილად დარწმუნებით დავასკვნათ, რომ ამერიკული ეკონომიკის რეცესია, რომელიც ასევე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ნაწილია, როგორც დიდი რეცესია, რამდენიმე წელიწადში კვლავ გამოჩნდება.

და მარქსის კანონი მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის შესახებ უფრო სიღმისეულ პროგნოზსს გვაჩენებს: იმის შესახებ, რომ კაპიტალისტური წარმოების წესი არაა სამუდამო, რომ ის გარდამავალია საზოგადოებრივი ორგანიზაციის ისტორიაში. ტენდენციის კანონი წინასწამეტყველებს, რომ დროით განმავლობაში, იქნება მოგების ნორმის დაცემა გლობალურად, რაც შედეგად უფრო მეტ და დამანგრეველ კრიზისებს გამოიღებს. ჩატარებულია შრომები თანამედროვე მარქსისტული ანალიზის მიხედვით, რომლებიც ადასტურებს მოგების ნორმის დაცემა უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში. იხილეთ ცხრილი ქვემოთ ( ჩემი მეთვალყურეობით შედგენილი, ესებატნ მაიტოს ცხრილი).

world-rate-of-profit-maito (1)

მაიტოს მიერ 19 საუკუნეზე შედგენილი ცხრილი, ამას წინათ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა (დუმენილი და ლევი – მაიტოზე), თუმცა ბოლო ნაშრომში სადაც სხვა წყაროებს და ქვეყნებს ვეყრდნობი, მე ვიპოვნე ანალოგიური მიმართულება 1945 წლის შემდგომ მსოფლიოს მასშტაბით (Revisiting a world rate of profit June 2015). მინქი ლის და მისი კოლეგების ინოვაციური შრომა, დეივ ზაჩარიასთან ერთად იგივე მიმართულებებს გვაჩვენებს.

როგორც მაიტო ასკვნის: “მოგების ნორმის დაცემის ტენდენცია და მისი ემპირიული დადასტურება ხაზსს უსვამს, კაპიტალისტური წარმოების წესის ისტორიულ ხასიათს. თუკი მოგების ნორმა ზომავს კაპიტალისტური სისტემის სიცოცხლის უნარიანობას, დასკვნა ისააა, რომ ლოგიკური დასასრული უფრო და უფრო ახლოა. არსებობს უამრავი გზა რითიც კაპიტალს შეუძლია კრიზისის გადალახვა და მისი მუდმივი რეგენერირება. პეიორდული კრიზისები სპეციფიურია კაპიტალისტური წარმოებისათვის და ისინი  მომგებიანობის აღდგენის ნაწილობრივ საშუალებას იძლევიან. ეს კაპიტალისთვის დამახასიათებელი ასპექტები და კაპიტალისტური ეკონომიკის ციკლური ბუნებაა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კრიზსების პერიოდულ ხასიათს არ შეუჩერებია მოგების ნორმის შემცირების ტენდენცია. ასე, რომ არგუმენტები რომლებიც ცდილობენ ამტკიცონ რომ კაპიტალს გააჩნია ულევი შესაძლებლობა აღადგინოს მოგების ნორმა და საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა და ის რაც შესაბამისად გულისხმობს კიდეც კაპიტალისტური წარმოების წესის ბუნებრივ და ა-ისტორიულ ფენომენად გამოყვანას, უარყოფილია ემპირიული  მონაცემების საფუძველზე.”

ასე რომ, კანონი გულისხმობს, რომ კაპიტალის ორგანული შემადგენლობის გლობალური ზრდისას, მოგების ნორმა დაეცემა , მოიხედავად წინააღმდეგმოქმედი ფაქტორებისა და მიუხედავად განმეორებადი კრიზისებისა (რომლებიც პერიოდულად ეხმარება მომგებიანობის აღდგენას). ეს აჩვენებს, რომ კაპიტალი როგორც წარმოების წესი და საზოგადოებრივი ურთიერთობები, გარდამავალი ხასაითისაა. მას გააჩნია “გამოყენების ვადა”. სწორედ ესაა მარქსის მომგებიანობის კანონის არსი.

ალტენრატიული თეორიები

ეს არ ნიშნავს სხვა ფაქტორების უარყოფას კაპიტალისტურ კრიზისში. კრედიტის როლი უმნიშვნელოვანესია მარქსისტული კრიზისის თეორიაში და მართლაც, როგორც მოგების ნორმის დაცემის ტენდენცია წარმოშობს წინააღმდეგმოქმედ მიზეზებს, რომლისგანაც ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრედიტის ექსპანსია და ზედმეტი ღირებულების ინვესტირების მიმართულების ფიქტიური კაპიტალისკენ მიმართვას გულისხმობს (პროდუქტიული კაპიტალის ნაცვლად) , რათა მოხდეს მომგებიანობის დროებითი აწევა, თუმცა რასაც დამნგრეველი შედეგები მოაქვს, როგორც ამას დიდი რეცესია აჩვენებს. ( დიდი რეცესია; ვალები მნიშვნელოვანია).

კრიზისის ალტერნატიური თეორიები, როგორიცაა “ნაკლმოხმარების underconsumption”  თეორია, ან ეფექტური მოთხოვნის ნაკლებობის თეორია, აღებულია რეაქციონერი თომას მალთუზის და რადიკალი სისმონდის 19 საუკუნის ნაშრომებიდან, უფრო მოგვიანებით კი კეინზისგან და დღევანდელი უთანასწორობის თეორიტიკოსებისგან, როგორიცაა შტიგლიცი და სხვა პოსტ-კეინზიანელი ეკონომისტები. მაგრამ, მოთხოვნის ნაკლებობა და უთანასწორობის ზრდა ვერ ახსნის კრიზისების განმეორებითობას ანდაც განსაზღვრავს მომვალ კრიზისს. ამ თეორიებს არც გააჩნიათ ძლიერი ემპირიული საყრდენები ( იწვევს თუარა უთანასწორობა კრიზისს).

პროფესორი ჰაინრიხი, მას შემდეგ რაც ასკვნის რომ მარქსს არ ქონდა კრიზისის თეორია და მიატოვა მომგებიანობის კანონი, საკუთარ ბუნდოვან იდეას გვთავაზობს: კაპიტალი აკუმულირდება და ბრმად აწარმოებს უფრო მეტ წარმოების საშუალებებს. ეს კვეთავს და შორდება  მუშების მოთხოვნის მაჩვენებს. ასე რომ “ღრმული” იზრდება, რომლის ამოვსებაც კრედიტით ხდება, მაგრამ რატომღაც ეს მუდმივად ვერ მუშაობს და წარმოება კოლაფსს განიცდის. კარგი, ასე თუ ისე ეს თეორიაა, მაგრამ ის საკმაოდ გავს “ნაკლმოხმარების”  (overproduction) თეორიას, რომელსაც თავად ჰაინრიხიც და მარქსიც უარყოფდა 150 წლის წინათ. ჩემთვის ნაკლებად საეჭვოა ან უფრო მეტად ემპირიულად დადასტურებულია მარქსის საკუთარი კრიზისის თეორია, რომელიც მომგებიანობის კანონზეა დაფუძნებული.

არცერთ სხვა თეორიას, იქნება ეს მეინსტრიმული თუ ჰეტეროდოქსული ეკონომიკად, ძალუძს ახსნას რეგულარული და განმეორებადი კრიზისები და შემგვთავაზოს ნათელი და ობიექტური თეორია კაპიტალისტური სისტემის წარმავლობის შესახებ.

რატომ არა მარქსის მომგებიანობის კანონი?

და ბოლოს, რატომ ცდილობს პროფესორი ჰაინრიხი, დევიდ ჰარვი , დუმენილი და ლევი, და სხვა მარქსისტი ეკონომისტები ერთად მარქსის მომგებიანობის კანონის ჩარეცხვას?

ისინი აშკარად ფირქობენ რომ ეს მცდარია. თუმცა, ყველა ამ ალტერნატიულ თეორიას ერთი საერთო აქვს. ისინი გვთავაზობენ კრიზისის კაპიტალისტური სისტემის შიგნიდან გარეთ გატანას. ისინი ცდილობენ კრიზისი ახსნან, არა კაპიტალისტური სისტემის შინაგანი მახასიათებლებიდან, არამედ გარე ფაქტორებიდან. კრიზისი გამომდიანრეობს “ნაკლ მოხმარებიდან” , მაშ მეტი ხარჯოს სახელმწიფომ; თუ კრიზისი უთანასწორობის ზრდისგან გამომდინარეობს, მაშ გამოვასწოროთ ის გადასახადების პოლიტიკით; თუ ეს გადამეტებული კრედიტებიდან ან ფინანსური სექტორის არასტაბილურობიდან გამომდნარეობს, მაშ მოვახდინოთ მისი რეგულირება. აქედან არცერთი მიემართება მოქმედებებისკენ და პოლიტიკებისკენ, რომლებიც კაპიტალისტური წარმოების წესის ჩანაცვლებისთვის იბრძვის, ისინი მხოლოდ მის შესწორებას ითხოვენ. ისინი რეფომრისტული სტრატეგიებისკენ მიდიან, ანუ არაა საჭირო კაპიტალისტური წარმოების წესის ჩანაცვლება საერთო საკუთრებით წარმოების საშუალებებზე და გეგმიური დემოკრატიული მმართველობით, საჭიროებების მიხედვით (სოციალიზმი)

ამის შედეგად, სოციალიზმი მორალურ საკითხად წარმოჩინდება, რათა დამთავრდეს სიღარიბე და უთანასწორობა და არა  კაცობრიობის ობიექტურ აუცილებლობად თუ კაცობრიობისი  წილი ტანჯვისგან განთავისუფლებაა. ეს რეფორმისტურლი ხედვაა, და არა მარქსის.

ტექსტის ორიგინალი

https://thenextrecession.wordpress.com/

 

Advertisements

One comment

  1. ზემოთ არის ატვირთული ანვარ შეიხი ესსე კრიზის თეორიებზე მათ შორის ჰაინრიხის კრიტიკაცაა, და შეგილია ნახოთ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s